ოფთან დექსამეტაზონი

არაპატენტირებული საერთაშორისო დასახელება:

დექსამეტაზონი

წამლის ფორმა:

თვალის წვეთები

შემადგენლობა:

პრეპარატის 1 მლ შეიცავს:

აქტიური ნივთიერებები:

დექსამეტაზონის ნატრიუმის ფოსფატი – 1,32 მგ (დექსამეტაზონის 1 მგ–ის ექვ.)                                                                    

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი, ბორის მჟავა, ნატრიუმის ტეტრაბორატი, დინატრიუმის ედეტატი, საინექციო წყალი.

აღწერილობა:

გამჭვირვალე უფერო ხსნარი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ადგილობრივი გამოყენების გლუკოკორტიკოსტეროიდი.

ATX (ათქ) კოდი: S01BA01

ფარმაკოლოგიური მოქმედება:

დექსამეტაზონი წარმოადგენს სინთეზურ, ფტორირებულ გლუკოკორტიკოიდს. ახდენს გამოხატულ ანთების და ალერგიის საწინააღმდეგო მოქმედებას. ანთების საწინააღმდეგო მოქმედების ხანგრძლივობა ხსნარის 1 წვეთის ჩაწვეთების შემდეგ შეადგენს 4–დან 8 საათამდე.

მიღების ჩვენება:

თვალის არაჩირქოვანი ანთებითი და ალერგიული დაავადებები, როგორიცაა, კონიუნქტივიტი, კერატიტი, ირიდიტი, ირიდოციკლიტი, რქოვანას ტრავმა და კიდითი წყლული, აგრეთვე პოსტოპერაციული მდგომარეობები.

უკუჩვენება:

  • თვალის ტუბერკულოზი
  • მარტივი ჰერპესი
  • ვარიცელა (ჩუტყვავილა)
  • ვაქცინია (ჩუტყვავილის ვაქცინაციის გართულება) და თვალის ზოგიერთი სხვა ვირუსული და სოკოვანი ინფექციები
  • თვალის ჩირქოვანი დაავადებები თანმხლები ანტიბიოტიკოთერაპიის გარეშე
  • რქოვანას პერფორაცია
  • 18 წლამდე ასაკის ბავშვები (ბავშვებში და მოზარდებში პრეპარატის ეფექტურობის და უსაფრთხოების შესახებ მონაცემების არარსებობის გამო);
  • ჰიპერმგრძნობელობა პრეპარატის ნებისმიერი კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

მწვავე მდგომარეობების დროს: 1-2 წვეთი კონიუნქტივალურ პარკში ყოველ 1–2 საათში.

ანთების შემცირების შემდეგ თვალის წვეთებს ოფთან®დექსამეტაზონი იწვეთებენ კონიუნქტივალურ პარკში, 1–2 წვეთი 3–5–ჯერ დღეში.

თვალის წვეთებით ოფთან®დექსამეტაზონი მკურნალობის ხანგრძლივობა რამოდენიმე დღიდან რამოდენიმე კვირამდე გრძელდება. საერთო ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 2–3 კვირას.

გადაწყვეტილებას მკურნალობის ხანგრძლივობის შესახებ ობიექტურ მონაცემებზე (პრეპარატის მოქმედების ეფექტურობა, კლინიკური სიმპტომების გამოხატულება და გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შესაძლო რისკი) დაყრდნობით ღებულობს ექიმი.

თუ თქვენ დაგავიწყდათ პრეპარატ ოფთან®დექსამეტაზონის ჩაწვეთება, გამოტოვებული დოზის კომპენსირებისათვის არ არის რეკომენდებული დოზის გაორმაგება. თუ აღნიშნულ პრეპარატთან დაკავშირებით თქვენ გაგიჩნდათ შეკითხვები, მიმართეთ ექიმს ან ფარმაცევტს.

თვალის წვეთების ჩაწვეთების წინ:

  • დაიბანეთ ხელები
  • მიიღეთ მოხერხებული მდგომარეობა (დაჯექით, დაწექით ზურგზე, დადექით სარკის წინ).

თვალის წვეთების გამოყენება:

  • გახსენით ფლაკონი. ფლაკონის შიგთავსის დაბინძურების თავიდან ასაცილებლად – ფლაკონის ბოლოთი არ შეეხოთ ქუთუთოებს, წამწამებს და არ მოკიდოთ ხელი.
  • თავი გადაწიეთ უკან.მოათავსეთ ფლაკონი თვალის ზემოთ.
  • ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო, აიხედეთ ზემოთ და ფლაკონის მსუბუქად მოჭერის ფონზე ჩაიწვეთეთ თვალის წვეთები.
  • დახუჭეთ თვალი, ერთი წუთის განმავლობაში თითით მსუბუქად მოახდინეთ ზეწოლა თვალის შიდა კუთხესთან. აღნიშნული დაგეხმარებათ თავიდან აიცილოთ თვალის წვეთების მოხვედრა ცხვირსაცრემლე გზებში, გაიზრდება ეფექტურობა და შემცირდება არასასურველი სისტემური ეფექტების განვითარების რისკი. მჭიდროდ დახურეთ ფლაკონი.

გვერდითი  მოვლენები:

თვალის წვეთების ოფთან®დექსამეტაზონის ჩაწვეთების შემდეგ შესაძლებელია გამოვლინდეს სწრაფად გარდამავალი წვის შეგრძნება, ალერგიული რეაქციები. დექსამეტაზონის ხანგრძლივი გამოყენება (3 კვირაზე მეტ ხანს) შეიძლება გახდეს მეორადი გლაუკომის და სტეროიდული კატარაქტის მიზეზი, ასევე შესაძლებელია რქოვანას გარსის დაწყლულება, შემღვრევა, გათხელება ან პერფორაცია. იშვიათ შემთხვევაში, დექსამეტაზონმა შეიძლება ხელი შეუწყოს ჰერპესული და ბაქტერიული ინფექციების გავრცელებას.

ოფთან®დექსამეტაზონი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება. გვერდითი ეფექტების წარმოქმნის შემთხვევაში, დაუყოვნებლივ მიმართეთ თქვენს მკურნალ ექიმს.

დოზის გადაჭარბება:

დოზის გადაჭარბება თვალის წვეთების ოფთან®დექსამეტაზონის ადგილობრივი გამოყენებისას ნაკლებათ სავარაუდოა.

სიმპტომები: შესაძლებელია ადგილობრივი გაღიზიანება.

სპეციფიური ანტიდოტი არ არსებობს. უნდა შეწყდეს პრეპარატის გამოყენება და დაინიშნოს სიმპტომური თერაპია.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

პრეპარატის ადგილობრივი გამოყენებისას არ აღინიშნება ურთიერთქმედების რაიმე კლინიკურად მნიშვნელოვანი რეაქციები.

განსაკუთრებული მითითებები:

ოფთან®დექსამეტაზონი კონსერვანტის სახით შეიცავს ბენზალკონიუმის ქლორიდს, რომელიც შესაძლებელია აბსორბირდეს რბილი კონტაქტური ლინზებით, გამოიწვიოს მათი ფერის შეცვლა და მოახდინოს არასასურველი ზემოქმედება თვალის ქსოვილებზე. თუ პრეპარატ ოფთან®დექსამეტაზონით მკურნალობისას აუცილებელია გამოიყენოთ კონტაქტური ლინზები, პრეპარატის ჩაწვეთების წინ კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ ინსტილაციიდან არა ნაკლებ 15 წუთის შემდეგ. პრეპარატით მკურნალობისას 2 კვირაზე მეტი ხნის განმავლობაში, საჭიროა რეგულარულად გააკონტროლოთ თვალშიდა წნევა და რქოვანას მდგომარეობა. კორტიკოსტეროიდულმა თერაპიამ შეიძლება შენიღბოს მიმდინარე ბაქტერიული და სოკოვანი ინფექცია. ინფექციის არსებობისას საჭიროა გამოიყენოთ შესაბამისი ანტიმიკრობული წვეთები.

ორსულობა და ლაქტაცია:

დღეისათვის არ არსებობს კლინიკური კვლევების მონაცემები პრეპარატ ოფთან®დექსამეტაზონის ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოყენების შესახებ. ოფთან®დექსამეტაზონი ორსულობისა და ლაქტაციის პერიოდში გამოიყენება მხოლოდ ექიმის დანიშნულებით იმ შემთხვევაში, თუ მოსალოდნელი ეფექტი ნაყოფისთვის ან ბავშვისთვის პოტენციურ რისკზე უფრო მაღალია. თერაპიის ხანგრძლივობა: არაუმეტეს 7–10 დღისა.

გავლენა მანქანის ან სხვა მექანიკური მოწყობილობების მართვის უნარზე:

ჩაწვეთების შემდეგ შესაძლო ცრემლდენის გამო, პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის მანქანის ტარების ან მექანიკურ მოწყობილობებთან მუშაობის წინ.

გამოშვების ფორმა:

თვალის წვეთები 1 მგ/მლ

5 მლ პოლიეთილენის საწვეთურიან ფლაკონში პლასტიკური საცობით დახრახნილი ხუფით. ფლაკონ–საწვეთურს პრეპარატის გამოყენების ინსტრუქციასთან ერთად ათავსებენ მუყაოს ყუთში.

ვარგისიანობის ვადა:

2 წელი.

ფლაკონის გახსნის შემდეგ – 1 თვე.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები:

შეინახეთ  2 - 8º C ტემპერატურაზე, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

გაიცემა რეცეპტით.

მწარმოებელი:

სს სანტენ

ნიიტიჰაანკატუ 20,

33720 ტამპერე, ფინეთი

კონტაქტი

წყნეთის ქ. №4. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995577743070
ფაქსი: +995322432046
ელ.ფოსტა:

santengeo@yahoo.com

SANTEN WORLDWIDE

Choose Country