ვირგანი

საერთაშორისო არაპატენტირებული დასახელება: განციკლოვირი

წამლის ფორმა: თვალის გელი

შემცველობა:

პრეპარატის 1გრ. შეიცავს:

აქტიური ნივთიერება:

განციკლოვირი 1,5 მგ

დამხმარე ნივთიერებები:

ბენზალკონიუმის ქლორიდი, კარბომერი, სორბიტოლი (E420), ნატრიუმის ჰიდროქსიდი, გამოხდილი წყალი.

აღწერილობა:

გამჭვირვალე, ოპალესცენტური გელი.

ფარმაკოთერაპიული ჯგუფი:

ანტივირუსული პრეპარატები.

ათქ კოდი: S01AD09

ფარმაკოდინამიკა:

განციკლოვირი 9-[(1,3-დიჰიდროქსი-2-პროპოქსი) მეთილ] გუანინი ან DHPG წარმოადგენს ნუკლეოზიდს, რომელიც აინჰიბირებს ადამიანის ჰერპესის ჯგუფის ვირუსების (პირველი და მეორე ტიპის მარტივი ჰერპესის, ციტომეგალოვირუსის) და ადენოვირუსების შემდეგი სეროტიპების: 1, 2, 4, 6, 8, 10, 19, 22, 28 რეპლიკაციას.

ინფიცირებულ უჯრედებში განციკლოვირი გარდაიქმნება განციკლოვირ-ტრიფოსფატად - მოქმედი ნივთიერების აქტიურ ფორმად.

ფოსფორილირება ძირითადად წარმოებს ინფიცირებულ უჯრედებში, ამასთან განციკლოვირ-ტრიფოსფატის კონცეტრაცია არაინფიცირებულ უჯრედებში 10-ჯერ ნაკლებია.

განციკლოვირ-ტრიფოსფატის ანტივირუსული აქტივობა მდგომარეობს ვირუსული დნმ-ის სინთეზის ინჰიბირებაში ორი მექანიზმის გამოყენებით: ვირუსული დნმ-პოლიმერაზას კონკურენტული ინჰიბირება და პირდაპირი ჩართვა ვირუსულ დნმ-ში მისი პროლონგირების ბლოკირებით.

ფარმაკოკინეტიკა:

ზედაპირული ჰერპესული კერატიტის მკურნალობის დროს პრეპარატის 11-15 დღის განმავლობაში 5-ჯერ დღეში ოფთალმოლოგიური მიღების შემდეგ, მგრძნობიარე ანალიტიკური მეთოდის გამოყენების მეშვეობით განსაზღვრული განციკლოვირის დონე პლაზმაში (რაოდენობრივი შეზღუდვა: 0,005მკგ/მლ) იყო ძალიან დაბალი, საშუალოდ 0,013 მკგ/მლ (0=0,037).

ბოცვერებზე ჩატარებულმა გამოკვლევებმა გამოავლინა განციკლოვირის სწრაფი შეღწევა თვალის რქოვანაში და წინა სეგმენტში; რამოდენიმე საათის შემდეგ პრეპარატის კონცეტრაცია საშუალო ეფექტურ დოზას აღემატებოდა (ED50).

მიღების ჩვენება:

მარტივი ჰერპესით გამოწვეული მწვავე ზედაპირული კერატიტის მკურნალობა.

უკუჩვენება:

ჰიპერმგრძნობელობა განციკლოვირის, აციკლოვირის ან პრეპარატის ნებისმიერ კომპონენტის მიმართ.

მიღების წესი და დოზირება:

ჩაიწვეთეთ პრეპარატის 1 წვეთი ქვედა კონიუნქტივალურ პარკში 5-ჯერ დღეში რქოვანას სრულ რეეპითელიზაციამდე, შემდეგ 1 წვეთი 3-ჯერ დღეში, 7დღის განმავლობაში.

მკურნალობის ხანგრძლივობა არ უნდა აღემატებოდეს 21 დღეს.

პრეპარატი განკუთვნილია თვალში ჩასაწვეთებლად.

  1. გელის გამოყენებამდე გულდასმით დაიბანეთ ხელები.
  2. ჩამოწიეთ ქვედა ქუთუთო და აიხედეთ მაღლა, მსუბუქად მოუჭირეთ ტუბს რომ გელის წვეთი ჩავიდეს დაზიანებული თვალის ქვედა კონიუნქტივალურ პარკში.
  3. გამოყენების შემდეგ მჭიდროდ დახურეთ ტუბი.

გამოყენებებს შორის ტუბი შეინახეთ ვერტიკალურად გადმობრუნებულ მდგომარეობაში მოსახსნელი სადგამის გამოყენებით.

გვერდითი ეფექტები:

თვალების მხრივ:

ხშირად (>1/10): თვალის წვის ან ჩხვლეტის ხანმოკლე შეგრძნება, თვალის ადგილობრივი გაღიზიანება, მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა.

იშვიათად (>1/100, <1/10): ზედაპირული წერტილოვანი კერატიტი, კონიუნქტივის ჰიპერემია.

ჭარბი დოზირება:

არ არის გამოვლენილი.

ურთიერთქმედება სხვა სამკურნალო საშუალებებთან:

არ არის გამოვლენილი.

თუ იყენებთ ერთზე მეტ ოფთალმოლოგიურ საშუალებას, ჩაწვეთებებს შორის შუალედი უნდა იყოს არანაკლებ 15წთ. ვირგანი უმჯობესია ჩაიწვეთოთ ბოლოს.

უსაფრთხოების წესები:

აღნიშნული სამკურნალო პრეპარატი განკუთვნილი არ არის თვალის ბადურის ციტომეგალოვირუსული ინფექციის სამკურნალოდ.

ეფექტურობა სხვა ტიპის ვირუსებით გამოწვეული კერატოკონიუნქტივიტების მიმართ არ არის დადგენილი.

იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში არანაირი სპეციალური გამოკვლევა არ იყო ჩატარებული.

ბენზალკონიუმის ქლორიდმა შეიძლება გამოიწვიოს თვალის გაღიზიანება და რბილი კონტაქტური ლინზების ფერის შეცვლა. ნუ დაუშვებთ პრეპარატის კონტაქტს რბილ კონტაქტურ ლინზებთან. პრეპარატის ჩაწვეთებამდე კონტაქტური ლინზები უნდა ამოიღოთ და უკან ჩაისვათ პრეპარატის მიღებიდან არანაკლებ 15 წუთის შემდეგ.

ორსულობა და ლაქტაცია:

ქალებმა შვილოსნობის ასაკში უნდა გამოიყენონ ჩასახვის საწინააღმდეგო საშუალებები.

თუ ორსულად ხართ ან კვებავთ ძუძუთი, თუ თვლით რომ შესაძლოა ორსულად ხართ ან არ გამორიცხავთ რომ შესაძლებელია დადგეს ორსულობა, აცნობეთ ამის შესახებ თქვენს მკურნალ ექიმს.

არ არის საკმარისი მონაცემები რომ შეფასდეს პრეპარატის მიღების უსაფრთხოება ორსულობის და ლაქტაციის პერიოდში. ორსულობის პერიოდში ვირგანის მიღება არ არის მიზანშეწონილი იმ გამონაკლისი შემთხვევების გარდა, როდესაც არ არსებობს ალტერნატიული მკურნალობის საშუალება.

ცხოველებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით გამოვლენილი გენოტოქსიურობის გამო, მამაკაცებისთვის, რომლების იყენებენ თვალის გელ ვირგანს, რეკომენდებულია მკურნალობის დროს და მისი დამთავრებიდან სამი თვის განმავლობაში კონტრაცეფციის ლოკალური ზომების (პრეზერვატივის) გამოყენება.

გავლენა ავტომობილის მართვის და რთულ ტექნიკასთან მუშაობის შესაძლებლობაზე:

პრეპარატის ჩაწვეთებისას მხედველობის დაბინდვის შემთხვევაში პაციენტმა თავი უნდა შეიკავოს ავტომობილის მართვის ან რთულ ტექნიკასთან მუშაობისგან მხედველობის სიმახვილის სრულ აღდგენამდე.

გამოყენება ბავშვებში:

არასაკმარისი კვლევების გამო პრეპარატის გამოყენება რეკომენდებული არ არის 18 წლამდე ასაკის პაციენტებისთვის.

გამოშვების ფორმა:

5 გრ. პრეპარატი ტუბში სარქველით და ჩახრახნილი ხუფით. ტუბი გამოყენების ინსტრუქციასთან და მოსახსნელ სადგომთან ერთად მოთავსებულია მუყაოს კოლოფში.

შენახვის ვადა:

3 წელი.

ტუბის გახსნიდან - 4 კვირა.

არ გამოიყენოთ შეფუთვაზე მითითებული ვარგისიანობის ვადის ამოწურვის შემდეგ.

შენახვის პირობები:

შეინახეთ არაუმეტეს 250C ტემპერატურაზე ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას.

აფთიაქიდან გაცემის პირობა:

რეცეპტით.

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი:

ლაბორატორია თეა (Laboratories Thea)

12, ლუი ბლეროის ქუჩა, 63017 კლერმონ-ფერრან, სედექს 2, საფრანგეთი.

მწარმოებელი:

ფარმილა-თეა ფარმასეუტიკი ს.პ.ა., იტალია (Farmila-Thea Pharmaceutici S.P.A).

დისტრიბუტორი:

სს სანტენ

ნიიტტიჰაანკატუ 20, 33720, ტამპერე, ფინეთი.

კონტაქტი

წყნეთის ქ. №4. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995577743070
ფაქსი: +995322432046
ელ.ფოსტა:

santengeo@yahoo.com

SANTEN WORLDWIDE

Choose Country