ოკუთეარსი

ოკუთეარსი წარმოადგენს სტერილურ, უკონსერვანტო, ვისკოელასტიურ, რქოვანას დამცავ საშუალებას. ის შედგება მხოლოდ ბუნებრივი კომპონენტებისაგან. ოკუთეარსს გააჩნია ბუნებრივი ცრემლის მსგავსი ეფექტი - იცავს, ატენიანებს და პოხავს თვალის ზედაპირს. ოკუთეარსი ხანგრძლივი დროის მანძილზე თვალს უქმნის კომფორტულ გარემოს და ათავისუფლებს შემდეგი მიზეზებით გამოწვეული დისკომფორტისაგან:

  • მშრალი (sicca) კერატოკონიუნქტივიტი (სიოგრენის დაავადება)
  • რქოვანას დაზიანებები, ეროზიები, ოპერაციული ჩარევები
  • კონტაქტური ლინზები
  • ჰორმონული დარღვევები (მენოპაუზა)
  • კონდიცირებული ჰაერი, ქარი, სიცივე, მშრალი სიცხე, მტვერი, გამონაბოლქვი, დაბინძურებული ჰაერი
  • კომპიუტერთან მუშაობა, ხანგრძლივი მგზავრობა ავტომობილით, თვითმფრინვით
  • ცურვა ქლორილებულ წყალში

შემადგენლობა

ნატრიუმის ჰიალურონატი 0,15%, მარილმჟავა, ნატრიუმის ჰიდროგენფოსფატი, ნატრიუმის დიჰიდროგენფოსფატი და გამოხდილი წყალი.

გამოყენების ინსტრუქცია

  • პირველი გამოყენებისას მოხსენით თავსახურს დამცავი ლენტა
  • მოხსენით თავსახური
  • ფლაკონის გვერდებიდან დაწოლით ჩაიწვეთეთ ერთი წვეთი თვალში ან კონტაქტურ ლინზაზე
  • გამოყენების შემდეგ დაახურეთ ფლაკონს თავსახური
  • ოკუთეარსის გამოყენება შეიძლება გახსნიდან 6 თვის განმავლობაში.

ჩაწვეთების შემდეგ ქუთუთოების ნაზი მასაჟი უფრო სწრაფად გადაანაწილებს პრეპარატს თვალის ზედაპირზე.

შენახვის პირობები

შეინხეთ 2-250C. ტემპერატურაზე. დაიცავით ყინვისგან.

გაფრთხილება

  • არ გამოიყენოთ თუ დაზიანებულია დამცავი ლენტა ან თავსახური
  • არ შეახოთ ფლაკონი თვალს
  • შესაძლო დაბინძურების გამო არ შეახოთ ფლაკონის საწვეთური ხელს ან სხვა ზედაპირებს
  • არ გამოიყენოთ თვალის სხვა პრეპარატებთან ერთად. თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, დაიცავით პრეპარატებს შორის შუალედი სულ ცოტა 5 წუთი.
  • არ გამოიყენოთ ინფიცირებულ თვალში
  • გამოყენების შემდეგ შესაძლოა მხედველობის ხანმოკლე დაბინდვა, ასეთ შემთხვევაში არ მართოთ ავტომობილი, არ იმუშაოთ ტექნიკასთან სანამ არ აღდგება მხედველობის სიმახვილე
  • დააწერეთ პირველად გახსნის თარიღი ფლაკონს
  • პირველად გახსნიდან 6 თვის გასვლის შემდეგ ფლაკონი უნდა გადააგდოთ

მოცულობა: 10 მლ

სავაჭრო ლიცენზიის მფლობელი: სანტენ ოი, ტამპერე, ფინეთი

მწარმოებელი:შპს ი.ქომმედიქალ, კაფლერშტრასე 15, 81241 მიუნჰენი, გერმანია.

კონტაქტი

წყნეთის ქ. №4. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995577743070
ფაქსი: +995322432046
ელ.ფოსტა:

santengeo@yahoo.com

SANTEN WORLDWIDE

Choose Country