ლუტაქს ამდ პლიუსი

ბიოლოგიურად აქტიური დანამატი საკვებზე ლუტაქს ამდ პლიუსი შემუშავებულია უკანასკნელი მეცნიერული კვლევების შედეგების საფუძველზე და შექმნილია სპეციალურად იმისთვის რომ უზრუნველყოს თვალის კვება. საკვები ანტიოქსიდანტების ადექვატური გამოყენება აძლიერებს ადამიანის სხეულში და თვალებში არსებულ ბუნებრივ დამცავ მექანიზმებს. დღეში მხოლოდ ერთი კაფსულა ლუტაქს ამდ პლიუსი საკმარისია საკვებ რაციონზე დასამატებლად.

ლუტაქს ამდ პლიუსი შეიცავს ომეგა-3 დოკოზაჰექსაენის და ეიკოზაპანთაენის ცხიმოვანი მჟავების, ლუთეინის და ზეაქსანტინის კაროტინოიდების, მცენარეული პოლიფენოლების ჯგუფის ანტოციანინების, C და E ვიტამინების და ასევე სპილენძის და თუთიის  მიკროელემენტების დაბალანსებულ კომბინაციას.

ადამიანის ორგანიზმში ნივთიერებათა ცვლაში მონაწილე ბევრი პროცესი დაკავშირებულია თავისუფალი რადიკალების და ჟანგბადის აქტიური ფორმის წარმოშობასთან. ეს გვერდითი პროდუქტები აუცილებელია ორგანიზმისთვის, როგორც ნაწილი ნორმალური იმუნური პასუხისა, უცხო ნივთიერებების დასაშლელად. ამავე დროს ანტიოქსიდანტური დაცვის რთული სისტემა უზრუნველყოფს თავისუფალი რადიკალების წარმოშობის ინაქტივაციას, რომლებსაც შეუძლიათ დააზიანონ სხვადასხვა უჯრედული სტრუქტურები, განსაკუთრებით ჯანმრთელი უჯრედის მემბრანული ლიპიდები. დაცვის ეს სისტემა თავის თავში მოიცავს ენდოგენურ ანტიოქსიდანტებს, როგორიცაა ფერმენტები, ასევე საკვებთან მოხმარებულ ნუტრიენტებს, რომელთაც შეუძლიათ და შებოჭონ თავისუფალი რადიკალები. თუ თავისუფალი რადიკალების წარმოშობა აჭარბებს ორგანიზმის ანტიოქსიდანტური სისტემის შესაძლებლობებს, მაშინ არ ხდება მათი სრულად განეიტრალება. თავისუფალი რადიკალების ჭარბ წარმოშობაზე გავლენას ახდენს ბევრი ფაქტორი: სტრესი, ფიზიკური დატვირთვა, თამბაქოს მოხმარება, ალკოჰოლის მოხმარება, ცუდი ეკოლოგიური მდგომარეობა და ჭარბი ულტრაიისფერი გამოსხივება. ულტრაიისფერი გამოსხივება და მაღალი ენერგიის ცისფერი შუქი უარყოფითად მოქმედებენ თვალის რქოვანა გარსზე, ბროლზე და ბადურა გარსზე. ამიტომ, უჯრედული სტრუქტურების დასაცავად, საჭიროა ანტიოქსიდანტური ნუტრიენტების და სტრუქტურული უჯრედული კომპონენტების ყველაზე ფართო დიაპაზონის მოხმარება.

C და E ვიტამინები, ასევე სპილენძის და თუთიის მიკროელემენტები წარმოადგენენ მნიშვნელოვან ნუტრიენტებს, რომლებიც ეხმარებიან თვალის ბუნებრივ ანტიოქსიდანტურ დამცავ სისტემას. ისინი მონაწილეობენ ნორმალური მხედველობის შენარჩუნებაში. უფრო მეტიც, ვიტამინი C, სპილენძი და თუთია წარმოადგენენ იმუნური სისტემის მნიშვნელოვან კომპონენტებს, რომელიც ეხმარება თვალს გაუმკლავდეს ინფექციებს.

მცენარეული კომპონენტები ლუთეინი და ზეაქსანტინი არიან ერთადერთი კაროტინოიდები, რომლებიც აღმოჩენილია თვალის ბადურა გარსში. დიდ ნაწილში ისინი გროვდებიან ყვითელ ხალში (macula lutea) – თვალის ბადურა გარსის ცენტრალურ ნაწილში, რომელიც განაპირობებს მკაფიო მხედველობას და ზრდის მხედველობის პიგმენტის სიმჭიდროვეს (სიმკვრივეს). ლუთეინი და ზეაქსანტინი ავლენენ თავიანთ დაცვის ფუნქციას სინათლის ლურჯი სპექტრის შთანთქმით, რომელიც მეტად მავნეა თვალის ბადურა გარსისთვის. ამას გარდა, ისინი ფლობენ ანტიოქსიდანტურ თვისებებს და ანეიტრალებენ სინათლეზე გამოთავისუფლებულ თავისუფალ რადიკალებს, რომელთაც შეუძლიათ დააზიანონ თვალის ბადურა გარსის უჯრედების მემბრანული ლიპიდები.

ანტოციანინები პოლიფენოლების ჯგუფიდან წარმოადგენენ ერთ-ერთ მეტად მნიშვნელოვან მცენარეული წარმოშობის ანტიოქსიდანტებს. ისინი იცავენ თვალის ბადურა გარსის სტრუქტურებს და სისხლძარღვებს მჟავური დაზიანებისგან.

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები უჯრედის მემბრანისთვის აუცილებელი კომპონენტები არიან. ისინი ანიჭებენ მემბრანას ელასტიურობას და საჭირონი არიან უჯრედის ნორმალური ფუნქციონირებისათვის. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავების არსებობა თვალის ბადურა გარსის უჯრედებში, სისხლძარღვების კედლებში და ნერვულ ბოჭკოებში აუცილებელია მხედველობის მაღალი სიმახვილისთვის.

დოკოზაჰექსაენის მჟავა წარმოადგენს უჯრედის მემბრანების მნიშვნელოვან კომპონენტს. რამდენადაც პოლიუჯერი ცხიმოვანი მჟავები განიცდიან თავისუფალი რადიკალებისა და ჟანგბადის აქტიურ ფორმის ზემოქმედებას, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მათი დაცვა ცხიმშიხსნადი ვიტამინი E-ს მეშვეობით, რომელიც ფლობს ანტიოქსიდანტურ აქტივობას.

შემადგენლობა

კონცეტრირებული თევზის ქონი (ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავა) – 150მგ, ასკორბინის მჟავა, D-ალფა ტოკოფეროლი, მოცვის ექსტრაქტი (ანტოციანინები), თუთიის ოქსიდი, უწყლო სპილენძის სულფატი, გულყვითელას ექსტრაქტი (tagetes erecta) საფლორის ზეთში (ლუთეინი, ზეაქსანტინი). დამხმარე საშუალებები: ქოქოსის ზეთი, მაღალდისპერსიული სილიკონის დიოქსიდი (E 551), ლეციტინი (E 332), ჟელატინი, გლიცერინი (E 422), ქსინოლინი (E 104), ტიტანის დიოქსიდი (E 171), რკინის წითელი ოქსიდი (E 172).

 “ლუტაქს ამდ პლიუს”-ის ერთი კაფსულა შეიცავს:

ომეგა-3 ცხიმოვანი მჟავები:  – 150მგ

-დოკოზაჰექსანის მჟავა – 64,5მგ

-ეიკოზაპენტაენის მჟავა – 9მგ

ვიტამინი C (ასკორბინის მჟავა)* - 120მგ, 133%

ვიტამინი E (d-ალფა ტოკოფეროლი)* - 40მგ, 267%

თუთია* - 15მგ, 125%

სპილენძი – 0,5მგ, 50%

ლუთეინი – 3მგ, 60%

ზეაქსანტინი – 0,19მგ, 19%

ანტოციანინები – 5მგ, 10%

* არ აჭარბებს მოხმარების დაშვებულ დონეს.

მიღების ჩვენება

C და E ვიტამინების, თუთიის, სპილენძის დამატებითი წყარო, კაროტინოიდების - ლუთეინი და ზეაქსანტინი - წყარო.

წინააღმდეგჩვენება

პროდუქტის ინდივიდუალური აუტანლობა.

მიღების რეკომენდაცია

მოზრდილებში 1 კაფსულა დღეში, ჭამის დროს. მიღების წინ გაიარეთ კონსულტაცია ექიმთან.

განსაკუთრებული მითითებები

არ გადააჭარბოთ რეკომენდებულ დღიურ დოზას. ბიოლოგიურად აქტიური დანამატები საკვებზე არ ცვლიან მრავალფეროვან და ბალანსირებულ დიეტას და ცხოვრების ჯანმრთელ წესს.

არ წარმოადგენს წამალს!

გამოშვების ფორმა: 30 კაფსულა თითო 670მგ, 10%

შენახვის ვადა: 2 წელი

შენახვის პირობები:ინახება მშრალ, ბნელ, ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას არაუმეტეს 250C.

გაცემის პირობები: გაიცემა სააფთიაქო ქსელიდან და სპეციალიზირებული მაღაზიებიდან, სავაჭრო ქსელის განყოფილებებიდან.

იწარმოება:

აიადნა გმბხ&კო., ფალკენჰაგენ, ჰიუნენგრაბ 20, 16928, პრიცვალკი, გერმანია

სანტენ ოი, ნიიტტიჰაანკატუ 20, 33720 ტამპერე, ფინეთი

კონტაქტი

წყნეთის ქ. №4. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995577743070
ფაქსი: +995322432046
ელ.ფოსტა:

santengeo@yahoo.com

SANTEN WORLDWIDE

Choose Country