კათიონორმი

შემადგენლობა: მინერალური ზეთი, გლიცერინი, ტილოქსაპოლი, პოლოქსამერ 188, ტრიჰიდროქლორიდი, ტრომეტამინი, ცეტალკონიუმის ქლორიდი, გამოხდილი წყალი.

კათიონორმი წარმოადგენს ნოვასორბის უნიკალური ტექნოლოგიით დამზადებულ ჰიდრო-ლიპიდურ ნანოემულსიას. ელექტროსტატიკური მიზიდულობის გამო პრეპარატი სწრაფად ვრცელდება საცრემლე აპკის სამივე (ლიპიდური, წყლის, მუცინის) შრეში, აღადგენს მათ მთლიანობას და აუმჯობესებს საცრემლე აპკის ფუნქციონირებას.

კათიონორმის ყველა შეფუთვა შეიცავს 10მლ სტერილურ ემულსიას. იგი გამოიყენება ყველა ფორმის მშრალი თვალის სინდრომის დროს, ასევე თვალის წვისა და თვალში უცხო სხეულის არსებობის შეგრძნების დროს. ეს სიმპტომები შეიძლება გამოწვეული იყოს სხვადასხვა გარემოებებით (კლიმატი, ქარი, დაბინძურებული ჰაერი, გამონაბოლქვი, მტვერი). ასევე გამოიყენება თვალის გადაღლილობის დროს ან კომპიუტერთან ხანგრძლივად მუშაობის შემთხვევაში.

კათიონორმის გამოყენება იკრძალება, როდესაც პაციენტი ალერგიულია წამალში შემავალი ნივთიერებების მიმართ.

პრეპარატი არ გამოიყენება თვალის სხვა დაავადებების დროს. ამ შემთხვევაში გთხოვთ მიმართოთ ექიმს.

იმ შემთხვევაში თუ იყენებთ თვალის სხვა წვეთებს, ჩაწვეთებებს შორის შუალედი უნდა იყოს სულ მცირე 5 წუთი.

კათიონორმი გავლენას არ ახდენს კონტაქტური ლინზების ხარისხზე. მისი გამოყენება შესაძლებელია ყველა ტიპის კონტაქტურ ლინზებთან.

მიზანშეწონილი დოზებია: თითო წვეთი 1-7-ჯერ ორივე თვალში.

გამოყენების წესები:

  • დაიბანეთ ხელები
  • წვეთების პირველად გამოყენებისას მოაძვრეთ ბოთლს დამცავი ლენტა
  • მოაქციეთ ბოთლი საჩვენებელ და ცერა თითებს შორის
  • ეცადეთ არ შეეხოთ ბოთლის თავს
  • გადახარეთ თავი უკან
  • აიწიეთ ზედა ქუთუთო და აიხედეთ ზევით
  • დაიჭირეთ ბოთლი ჰორიზონტალურად და მოუჭირეთ ნაზად
  • ჩაწვეთების შემდეგ თვალი რამდენჯერმე დაახამხამეთ
  • ყველა გამოყენების შემდეგ დააფარეთ ბოთლს თავსახური
  • მოათავსეთ ბოთლი თავისივე ყუთში

შესაძლო უკუჩვენებები: როგორც ნებისმიერი პრეპარატის გამოყენებისას, ასევე კათიონორმის გამოყენების დროს შესაძლოა თავი იჩინოს ხანმოკლე უსიამოვნო შეგრძნებამ. როდესაც შენიშნავთ ისეთ უკუჩვენებას რომლის შესახებაც არ გაფრთხილებთ წამლის ინსტრუქცია, მიმართეთ ექიმს.

შენახვის წესები: შეინახეთ პრეპარატი თავისივე ყუთში ბავშვებისთვის მიუწვდომელ ადგილას. არ გამოიყენოთ თუ:

  • ბოთლი დაზიანებულია
  • ვადა გასულია
  • პრეპარატის გახსნიდან გასულია სამ თვეზე მეტი

შენახვის ვადა: 3 წელი. წამლის გამოყენება შეიძლება ფლაკონის გახსნიდან არაუმეტეს სამი თვისა.

აფთიაქიდან გაცემის პირობა: გაიცემა რეცეპტის გარეშე.

კონტაქტი

წყნეთის ქ. №4. თბილისი, საქართველო
ტელ.: +995577743070
ფაქსი: +995322432046
ელ.ფოსტა:

santengeo@yahoo.com

SANTEN WORLDWIDE

Choose Country