ითანამშრომლე სანტენთან
გრძელვადიანი და მნიშვნელოვანი თანამშრომლობის ჩამოყალიბება
რატომ ვითანამშრომლო სანტენთან?
გრძელვადიანი, ნაყოფიერი თანამშრომლობა სანტენისთვის ძალიან მნიშვნელოვანია. სანტენი საშუალო ზომის ფარმაცევტულ კომპანიას წარმოადგენს, ჩვენ ნაყოფიერად ვთანამშრომლობთ ჩვენს პარტნიორ კომპანიებთა, კვლევით ინსტიტუტებთან, სამეცნიერო საზოგადოებასთან. ეს თანამშრომლობები აათმაგებს ჩვენს მიღწევებს და პაციენტებისათვის საუკეთესო სამკურნალო გამოსავალში გამოიხატება.
პაციენტთა საჭიროება და მომხმარებელთ კმაყოფილება ჩვენთვის უმთავრესი მიზანია. ჩვენ ვცდილობთ გავაუმჯობესოთ თვალის ჯანმრთელობასთან და მხედველობასთან შეჭიდული ყველა მიმართულება, დაწყებული წამლის შექმნით და დამთავრებული პაციენტთა საჭიროების გადაჭრით.
ჩვენ კარგად გვესმის გადამხდელთა და პაციენტთა საჭიროებები, ვაცნობიერებთ ჯანდაცვის ეკონომიკის პრიორიტეტებთ და ვცდილობთ ბალანსის პოვნას, რათა მომავალშიც შევძლოთ ახალი აღმოჩენების გაკეთება, რომლებიც წაადგება პაციენტებს.
სანტენი სრულად ინტეგრირებული, გლობალური კომპანიაა, ჩვენი მსოფლიო დონის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრები, საწარმოო ხაზები, კომერციული ორგანიზაციები
გვაძლევენ საშუალებას შევქმნათ ინოვაციური წამლები, რომლებიც მნიშვნელოვანია ყველა ჩვენი პარტნიორისათვის და მომხმარებლისათვის.