Breadcrumb

  1. ჩვენი ხედვა
  2. სანტენის შესახებ

სანტენის შესახებ

Santen Pharmaceutical არის მსოფლიოში ერთერთი წამყვანი ოფთალმოლოგიური ფარმაცევტული კომპანია, რომელიც ას წელზე მეტია რაც დაარსდა იაპონიაში და დღეისათვის ემსახურება პაციენტებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. ჩვენ იაპონური ოფთალმოლოგიური ბაზრის მთავარი მოთამაშე ვართ. ევროპულ ბაზარზე 1994 წელს შევედით და მას შემდგომ ვვითარდებით ამ მიმართულებითაც. ჩვენი მთავარი მიმართულება თვალის ჯანმრთელობის და მხედველობის შენარჩუნება და გაუმჯობესებაა. რადგან ჩვენი ერთადერთი მიმართულება ოფთალმოლოგიაა გვაქვს სწრაფი რეაგირების და ქმედების საშუალება იმ დარგში, რომელშიც საფუძვლიანი ცოდნა და მრავალწლიანი გამოცდილება გვაქვს.

ოფთალმოლოგია ის დარგია, რომელსაც შეუძლია ჩვენი პაციენტების ცხოვრების ხარისხის მკვეთრი გაუმჯობესება, რაც ჩვენთვის საკვანძოა. მსოფლიო მოსახლეობის საშუალო ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება იმ პაციენტთა რაოდენობა, ვისაც დასმული აქვს გლაუკომის და ბადურის დაავადების დიაგნოზი. რეცეპტურული ოფთალმოლოგიური პრეპარატების მნიშვნელობა დღითიდღე იზრდება და ახალი ტექნოლოგიების მეშვეობით ამ მიმართულებით მრავალი სიახლეა. თუმცა, მიუხედავად ამისა გადაუწყვეტელი პრობლემები ოფთალმოლოგიაში ჯერ კიდევ მრავლადაა დარჩენილი. 

რეცეპტურული ოფთალმოლოგიური პრეპარატები ჩვენს ძირითად საქმიანობას წარმოადგენენ, ჩვენი გაყიდვების 80% სწორედ ამ ჯგუფს მიეკუთვნება. ასევე ჩვენი საქმიანობა ოფთალმოლოგიურ ურეცეპტო საშუალებებსაც მოიცავს. EMEA რეგიონში ჩვენც წამყვანი პოზიციები გვიჭირავს გლაუკომასა და მშრალი თვალის დაავადების მკურნალობაში. ეს ის მიმართულებებია, სადაც ჩვენ ამ დაავადებების ყველა სტადიისთვის შესაბამისი მკურნალობა გვაქვს წარმოდგენილი. ასევე, აქტიურად ვმუშაობთ თვალის ინფექციების, ალერგიების, მხედველობის კორექციის და გლაუკომის ქირურგიული ჩარევისას გამოყენებადი საშუალებების პორტფელის გაფართოებასა და გაძლიერებაზე.