Breadcrumb

სანტენის კონფიდენციალურობის დებულება საქართველოსთვის

ჩვენი ვალდებულება კონფიდენციალურობის მიმართ 

ვებგვერდს (www.santen.ge) მართავს Santen Oy ("სანტენი" ან "Santen Oy"),  რათა ჩვენი ვებგვერდის ვიზიტორებს  ("თქვენ", "თქვენს" ან  „ვებგვერდის მომხმარებლებს“)  სანტენის საქმიანობის შესახებ ზოგადი  ინფორმაცია მიაწოდოს,  როგორც ეს მოცემულია ქვემოთ. 
 
Santen Oy საქართველოში თავის საქმიანობას ადგილობრივი წარმომადგენლობის მეშვეობით ახორციელებს. დებულების შესაბამისად (და როგორც ეს მოცემულია ქვემოთ),  საქართველოში არსებული ინდივიდების შესახებ Santen Oy-ს მიერ შეგროვებული ნებისმიერი და ყველა პერსონალური მონაცემი, Santen Oy-ს მიერ მოქმედი მონაცემთა დაცვის კანონმდებლობებისა და რეგულაციების შესაბამისად შეგროვდება და დამუშავდება, როგორც  შემდგომში  აღწერილია წინამდებარე დებულებაში.

ჩვენ,  ვაცნობიერებთ პერსონალური მონაცემების კონფიდენციალურობის დაცვის მნიშვნელობას და ვიცავთ სრულად  ყველა იმ პიროვნების მიმართ, ვისთანაც ვთანამშრომლობთ -  მათ შორის მესამე მხარის მომსახურების მომწოდებლები, პაციენტები, კლინიკური კვლევის მონაწილეები, საზოგადოების წევრები, თანამშრომლები, მარეგულირებელი ორგანოების 'წარმომადგენლები, ჯანდაცვის ორგანიზაციების წარმომადგენლები, ჯანდაცვის პროფესიონალები და ბიზნეს პარტნიორები.

შესავალი

წინამდებარე კონფიდენციალურობის დებულება ("დებულება") განსაზღვრავს, თუ როგორ აგროვებს, ამუშავებს და იცავს სანტენი იმ პირთა პერსონალურ მონაცემებს ვისთანაც თანამშრომლობს. დებულების მიზანია,   თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენებისას ან ჩვენთან ურთიერთობისას ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღებაში დახმარება გაგიწიოთ. 

ნებისმიერი პერსონალური მონაცემის გამჟღავნებამდე ან/და ჩვენ ვებგვერდზე განთავსებული ელექტრონული ფორმის შევსებამდე,  ფიზიკურ პირებს ეძლევათ რეკომენდაცია  ყურადღებით  გაეცნონ დებულებას.   ჩვენს ვებგვერდზე სტუმრობით ან თქვენი პერსონალური მონაცემების მოწოდებით, თქვენ ეთანხმებით და ნებას რთავთ  პირადი ინფორმაციის შეგროვებას, გამოყენებას და გამჟღავნებას, როგორც ეს მოცემულია ამ დებულებაში.

დებულების სფერო

დებულება მიზნად ისახავს ინფორმაცია მიაწოდოს  ჩვენი ვებგვერდის მომხმარებლებს, სანტენის აქციონერებს, საზოგადოების წევრებს, რომლებიც ურთიერთობენ სანტენთან, პაციენტებს, რომლებიც იყენებენ სანტენის პროდუქტებს, სანტენის მიერ დაფინანსებული კლინიკური კვლევების მონაწილეებს  და იმ  ადამიანებს, ვისთანაც საქმიან ურთიერთობებს ვაწარმოებთ, მაგ:   მომწოდებლები, კონტრაქტორები, კონსულტანტები, მარეგულირებელი ორგანოები, პერსონალი, აგენტები, მიმწოდებლების დელეგატები და სანტენის ოფისების პარტნიორები და  ვიზიტორები.

დებულება და სხვა კონფიდენციალურობის შეტყობინებები  

ვებგვერდი  შექმნილია სანტენის საქმიანობის შესახებ ძირითადი ინფორმაციის მიწოდების მიზნით. ამიტომ, უმეტეს შემთხვევაში,  მომხმარებლის პერსონალური მონაცემების შეგროვებას არ საჭიროებს. 

გარკვეულ შემთხვევებში, როგორიცაა კარიერის ნაწილი, მთავარი საკონტაქტო გვერდი და სამედიცინო შეკითხვების ფორმა, დაინტერესებულმა მომხმარებელმა წარდგენის / მონაცემთა შეგროვების ფორმა უნდა შეავსოს. ამ შემთხვევებში, მომხმარებელი ყოველთვის თავისუფალია  საკუთარი მონაცემების მიწოდების მიმართ და კონფიდენციალურობის შეტყობინება განმარტავს მონაცემების გამოყენებას და  კანონით გათვალისწინებული სხვა ინფორმაციის საჭიროებას.  ჩვენი რეკომენდაციაა, თქვენი პერსონალურო მონაცემების მოწოდებამდე ამ შეტყობინებებს გაეცნოთ.  

გარდა ამისა, კონკრეტულ შემთხვევებში, პერსონალური მონაცემების შეგროვება საჭიროა სხვა მიზნებისთვის, რაც გამჭირვალობისა და მომხმარებლის ცნობადობის ამაღლების მიზნით,  ნათლად იქნება ასახული კანონით გათვალისწინებული კონფიდენციალურობის შესახებ  შეტყობინებაში.

აღნიშნული კონფიდენციალურობის შეტყობინებების მიზანს, თითოეული სერვისისთვის პერსონალური მონაცემების შესახებ მეთოდებისა და შეზღუდვების განსაზღვრა წარმოადგენს, რომლის მიხედვით ვიზიტორს თავისუფლად შეუძლია თანხმობის გამოხატვა (საჭიროების შემთხვევაში) და საბოლოოდ მონაცემების შეგროვებისა და მისი შემდგომი გამოყენების დაშვება.
შემდეგ თემებზე სანტენის მიერ პერსონალური მონაცემების დამუშავების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ გაეცნოთ შემდეგ ბმულებს: 

პერსონალური მონაცემები, რომელსაც ჩვენ ვაგროვებთ

ჩვენ შეგვიძლია თქვენს შესახებ შემდეგი პერსონალური ინფორმაცია შევაგროვოთ და დავამუშაოთ, მათ შორის, და არა მხოლოდ:

  • ზოგადი მონაცემები: სახელი, საფოსტო ან/და ელ-ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, დაბადების თარიღი,  და სხვა ინფორმაცია მაგ: ფოტოსურათები და ციფრული გამოსახულება, თქვენი საკომუნიკაციო პარამეტრები, სანტენისთვის თქვენ მიერ შესრულებული გამოკითხვა;

  • პროფესიული მონაცემები: ბიზნესის მისამართი, ბიზნესის ელ-ფოსტის მისამართი, ბიზნესის ტელეფონის ნომრები,  სამუშაო დასახელება/პოზიცია, ინფორმაცია განათლების შესახებ, პროფესიული კვალიფიკაცია, სამუშაო გამოცდილება, გაერთიანებების წევრობა, პროფესიული კავშირები, პროგრამები და აქტივობები, რომელშიც მონაწილეობთ; 

  • საიდენტიფიკაიო მონაცემები: თქვენი რეგისტრაციის/საიდენტიფიკაციო ინფორმაცია (მაგ: პირადობის მოწმობის ნომერი),  რამდენადაც ეს აუციელებლია სანტენისთვის სერვისების მიწოდებისთვის, მათ შორის  სანტენი შენობებში შესასვლელად);

  • ფინანსური ინფორმაცია:  ბანკის  სახელი, საბანკო ანგარიშები, საკრედიტო ბარათის ნომრები (მესამე-მხარის მიერ სერვისის მიწოდების მიზნით); 

  • ჯანმრთელობისა და ბიომეტრიული/გენეტიკური მონაცემები, რომელიც დაკავშირებულია იდენტიფიცირებად ან არაიდენტიფიცირებად პირებთან, და მხოლო საჭიროების  და მოქმედი კანონმდებლობების  შესაბამისად მკაცრად ნებადართულ შემთხვევებში (მათ შორის, სანტენის რისკის მართვასთან და  წამლის უსაფრთხოების პროგრამებთან დაკავშირებით, ან სანტენის ტერიტორიებზე/საიტებზე  ვიზიტორების წვდომის მიზნით); და  

  • ციფრული მონაცემები, რომელიც თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების  ან სანტენისთვის სერვისების მიწოდების შედეგად წარმოიშვა, მაგ:   IP მისამართი, მომხმარებლის ავტორიზაციის მონაცემები,  თანამშრომლის  ID ნომერი, თქვენი ბრაუზესი ტიპი და ვერსია, დროის ზონის პარამეტრები, ერთ გვერდზე მომხმარებლის მიერ გატარებული დროის პერიოდი, მომხმარებლის ოპერაციული სისტემასა და კომპიუტერულ გარემოსთან დაკავშირებით  შიდა მონაცემების ანალიზი ან/და  სხვა პარამეტრები,  ბრაუზერის კავშირის ტიპი და ვერსიები, ოპერაციული სისტემა და პლატფორმა და ქუქი-ფაილების საშუალებით სხვა მონაცემთა გადაცემა. აღნიშნული მონაცემები გროვდება და მხოლოდ ერთიანი და არა მყისიერი იდენტიფირებადი სახით გამოიყენება; მათი გამოყენება  სხვებთან ერთად შესაძლებელია საიტის წინააღმდეგ ან საჯარო უფლებამოსილი პირების თხოვნის საფუძველზე სავარაუდო დანაშაულის  პასუხისმგებლობის დასადგენად.

პერსონალური მონაცემების მოპოვების გზები

ხშირ შემთხვევაში, სანტენი მონაცემებს უშუალოდ თქვენგან იღებს,  თუმცა, ზოგჯერ თქვენ შესახებ მონაცემებს საჯარო ან მესამე მხარის წყაროებიდან მოვიპოვებთ, მათ შორის და არა მხოლოდ:

  • თქვენი დამსაქმებელი, როცა ჩვენი მომსახურების მიმწოდებლის პერსონალის შესახებ პერსონალური მონაცემების დამუშავება გვჭირდება;
  • სანტენს შეუძლია ჯანდაცვის პროფესიონალების შესახებ ინფორმაცია, მარკეტინგისა და კვლევის  და პროფესიული მონაცემების დადასტურების მიზნით,  საჯარო და მესამე მხარის წყაროებიდან შეაგროვოს (მათ შორის, და არა მხოლოდ, საჯაროდ ხელმისაწვდომ  მონაცემებზე წვდომა, ეროვნული  რეესტრები ან მესამე მხარის მონაცემთა ბაზა);
  • ჯანდაცვის პროფესიონალებს  ან მესამე მხარეებს, საჭიროების შემთხვევაში წამლის უსაფრთხოებისა და რისკის მართვის შესახებ კანონმდებლობის შესაბამისად,    სანტენისთვის პაციენტის მონაცემების მიწოდება შეუძლიათ;
  • სანტენს შეუძლია მონაცემები თქვენი კომპიუტერიდან ან ნებისმიერი სხვა მოწყობილობიდან შეაგროვოს, რომელსაც სანტენის ვებგვერდზე შესვლისას იყენებთ, მაგ: ინტერნეტ პროტოკოლი (IP), დომენის სახელი, ინტერნეტ მომსახურების პროვაიდერი (ISP), თქვენი მოთხოვნის თარიღისა და დროის შესახებ მონაცემები და სხვა სამეთვალყურეო ტექნოლოგიებით მიღებული ინფორმაცია. გთხოვთ, იხილოთ ქუქი-ფაილების დებულება..
  • მონაცემები შეიძლება სანტენის ჯგუფის ფარგლებში მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გაზიარდეს, რომელიც მოიცავს ჩვენს ფილიალებს მსოფლიოში.    

თქვენ, პერსონალური მონაცემების მიწოდების შესახებ თხოვნა, შეგიძლიათ უარყოთ. მაგრამ, თუ მომსახურების უზრუნველყოფისთვის ჩვენთვის საჭირო მონაცემების მოწოდებაზე უარს აცხადებთ, ჩვენ შეიძლება ამ სერვისების მოწოდება ვერ შევძლოთ. 

პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზნები 

სანტენი თქვენს პერსონალურ მონაცემებს მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობებით ნებადართული  მიზნებისთვის  დაამუშავებს, მათ შორის, მონაცემთა დაცვის შესახებ ფინეთის კანონის, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონის, და წინამდებარე დებულებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად. მონაცემთ დამუშავების საქმიანობის მიზნები შეიძლება მოიცავდეს შემდეგს:

  • ჩვენი ბიზნესის მართვა და თქვენთვის საქონლისა და სერვისების მოწოდება: ჩვენი ბიზნესისა და სერვისების ადმინისტრირება, მათ შორის თქვენ/თქვენს დამსაქმებელსა და ჩვენ შორის დადებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები. (ე.ი. ანგარიშებისა და ინვოისების მართვა).
  • ფიზიკურ პირებთან ჩვენი ურთიერთობების/კომუნიკაციების მართვა: მაგ: განაცხადების, კვლევების ან სერვისების შესახებ კითხვებზე, კომენტარებსა და გამოკითხვებზე პასუხების გაცემა.  სანტენის ღონისძიებებზე ცალკეული პირების მოწვევა, სამომავლო სერვისების საჭიროებების შესახებ შეთავაზებების გაკეთება. 
  • თანამშრომლობისა და კვლევის მიზნებისთვის:  მაგალითად, ჯანდაცვის პროფესიონალებთან და ძირითადი მოსაზრებების ლიდერებთან ჩართულობითა და იდენტიფიცირებით, სანტენისთვის უფრო ინფორმირებული და ობიექტური გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა და ჯანდაცვის პროფესიონალებთან თანამშრმლობითი  ურთიერთობების მართვა. 
  • დასაქმება: სანტენის სამუშაო ადგილებზე ცალკეული პირების შესაბამისობის შეფასების მიზნით,  პროფესიული მონაცემების დამუშავება.  
  • ბაზრის კვლევა: ბაზრის კანონიერი შესწავლის მიზნით, ცალკეული პირების მონაცემთა დამუშავება.  მონაცემებს პაციენტებსა და პროფესიონალებთან  ჩატარებული გამოკითხვებისა და ინტერვიუების საშუალებით ვაგროვებთ, რაც ჩვენი პროდუქციისა და სერვისების გაუმჯობესებაში ხელს შეგვიწყობს.
  • პირდაპირი მარკეტინგი:  მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად სარეკლამო მასალის უზრუნველყოფა და ცალკეულ პირებთან მარკეტინგულ და სარეკლამო საქმიანობებში ჩართვა. 
  • ვებგვერდის ფუნქციები:  თქვენთვის და თქვენი მოწყობილობისთვის, ჩვენი ვებგვერდის კონტენტის მაქსიმალური ეფექტურობით წარდგენა.    
  • სამართლებრივი ან მარეგულირებელი ვალდებულებები და სამართალდამცავი ორგანოების მითითებები  და სასამართლო დადგენილები: ჩვენს სამართლებრივ ან მარეგულირებელ მოთხოვნებთან თავსებადობა (ინფორმაციის უსაფრთხოებისა და პროდუქტის ხარისხის შესახებ საჩივრის წარდგენა) ან გამჭირვალობის მოთხოვნების შესრულება,  ჩვენ მიერ HCPs-თვის ღირებულებების გადარიცხვასთან დაკავშირებით.  

სანტენი პერსონალურ მონაცემებს შემდეგი მიზნებისთვის დაამუშავებს, და სადაც ეს კანონით ნებადართულია (როგორიცაა: დაარქივების, სამეცნიერო ან ბაზრის კვლევის მიზნები)  ან როცა სამართლებრივად ვალდებულია (როგორიცაა:  სანტენის  რისკის მართვისა და წამლის უსაფრთხოების ვალდებულებების შესახებ ინფორმაციის მიწოდება) 

დამუშავების სამართლებრივი საფუძველი 

სანტენი პერსონალურ მონაცემებს ქვემოთ მოცემულ ერთ ან რამდენიმე პირობაზე დაყრდნობით ამუშავებს.

  • თუ თქვენ თანხმობა მიუთითეთ (ამგვარი თანხმობის გაუქმება შესაძლებელია ნებისმიერ დროს და ყოველგვარი მიზეზის განმარტების გარეშე);  

  • როცა საჭიროა თქვენთან ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება; 

  • როცა დამუშავება საჭიროა სამართლებრივი ვალდებულების შესრულებისთვის;  

  • როცა დამუშავება აუცილებელია პირის სასიცოცხლო ან ლეგიტიმური ინტერესების დასაცავად;  

  • როცა დამუშავება აუცილებელია საჯარო ინტერესიდან გამომდინარე ან საჯარო დავალებისთვის; 

  • როცა დამუშავება სანტენის ლეგიტიმურ ინტერესს წარმოადგენს, მაგ: სანტენი მონაცემებს სამეცნიერო და სტატისტიკური კვლევის მიზნებით, სამეცნიერო განვითარებისთვის, პროდუქტებისა და სერვისების   გაუმჯობესებისთვის,  სანტენის თანამშრომლების დაცვის მიზნით  უსაფრთხოების ზომებისთვის,   კონტრაქტორებისთვის, პაციენტებისთვის, ინფორმაციისთვის და სხვა აქტივებისთვის და დანაშუალის თავიდან აცილებისთვის ამუშავებს (როგორიცაა: თაღლითობა, ფინანსური დანაშუალი და ინტელექტუალური და სამრეწველო საკუთრების ქურდობა,  წარმოებისა და სხვა ოპერაციების ერთიანობის უზრუნველყოფა) ან სხვა ფორმით მკაცრად აუცილებელი ბიზნესის წარმოებისთვის ან  

  • როცა მონაცემთა სუბიექტის პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომია ან მონაცემთა სუბიექტმა მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი გახადა.  

მონაცემთა კონკრეტული კატეგორიები 

ზემოაღნიშნულის გარდა, როდესაც სანტენი ინდივიდების შესახებ კონკრეტული კატეგორიის მონაცემებს ამუშავებს (ინფორმაცია ინდივიდების  ჯანმრთელობის, ეთნიკური ნიშნის, რელიგიის, პროფკავშირის გაერთიანების წევრობის, გენეტიკური და ბიომეტრიული მონაცემების შესახებ და ა.შ.) - ამას  მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობისა და წესების შესაბამისად ახორციელებს.  მონაცემთა ასეთი დამუშავებისათვის სანტენი  შემდეგ პირობებს ეყრდნობა:

  • როცა ცალკეული პირები წერილობით თანხმობას უზრუნველყოფენ; 
  • როცა საჭიროა  დასაქმებასთან დაკავშირებული უფლებებისა და ვალდებულებებისთვის; 
  • როცა საჭიროა ცალკეული პირების სასიცოცხლო და ლეგიტიმური ინტერესებისთვის; 
  • როცა დამუშავება აუცილებელია ჯანდაცვის ან პროფესიული მედიცინის მიზნებისთვის, ჯანდაცვის პროფესიონალთან ხელშეკრულების შესაბამისად;  
  • როცა მონაცემთა სუბიექტმა პერსონალური მონაცემები საჯაროდ ხელმისაწვდომი ცალსახა აკრძალვის გარეშე გახადა და; 
  • როცა დამუშავება აუცილებელია სამეცნიერო კვლევისთვის.

სხვა ვებგვერდზე გადამისამართება 

ამ ვებგვერდიდან  სპეციალური ბმულების საშუალებით შეგიძლიათ სხვა მესამე მხარის ვებგვერდებს დაუკავშირდეთ.  სანტენი არ ადასტურებს ან რეკომენდაციას არ უწევს ამ ვებგვერდების კონტენტს  ან სერვისებს და მესამე მხარეების ვებგვერდებზე, რომელთა ბმულებს  ჩვენი ვებგვერდი გთავაზობთ,   პერსონალური მონაცემების დამუშავების ან ნებისმიერი აქტივობის ან შინაარსის მიმართ პასუხისმგებლობას არ იღებს.   ჩვენ გირჩევთ, თითოეული ვებგვერდის მონახულებისას,  გაეცნოთ და იცოდეთ კონფიდენციალურობის დებულება და ყველა სხვა დებულება. გახსოვდეთ, ამ დებულების განცხადებები,  მხოლოდ სანტენის მიერ შეგროვებულ ინფორმაციას ეხება.

მონაცემთა დამუშავების ადგილი და გავრცელების გზები  

Santen Oy მდებარეობს ფინეთში. ასევე,  სანტენი  საქართველოში მისი წარმომადგენლობითი ოფისის,   Santen Oy-ის საშუალებით  და იაპონიასა და მსოფლიოს სხვა ქვეყნებში  შვილობილი კომპანიების მეშვეობით ფუნქციონირებს.  თქვენს შესახებ პერსონალური მონაცემები შეიძლება ხელმისაწვდომი იყოს  სანტენის შვილობილი კომპანიებისთვის, რომლებიც ევროკავშირსა ("EU") და ევროპის ეკონომიკურ ზონაში ("EEA") მდებარეობს.   ასევე, მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობით ნებადართულ ფარგლებში, სანტენის შვილობილი კომპანიებისთვის  ევროკავშირისა და ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ,  შერჩეული გამყიდველებისა და პარტნიორებისთვის,  რომლებიც დაფუძნებული ფინეთსა და საქართველოში, ევროკავშირში/ევროპის ეკონომიკურ ზონაში ან გლობალურად. 

როცა სანტენი პერსონალურ მონაცემებს ისეთ ქვეყნებში ამუშავებს, რომლებიც საქართველოს მსგავს მონაცემთა დაცვის დონეს არ უზრუნველყოფს, მონაცემთა დამუშავების უსაფრთხოების მიზნით და კერძოდ, თქვენი მონაცემების არასანქცირებული წვდომისგან, გამოყენებისგან ან გამჟღავნებისგან დასაცავად, სანტენი გონივრულ და შესაბამის იურიდიულ, ტექნიკურ და ორგანიზაციულ უსაფრთხოების ზომებს განახორციელებს.  კომპეტენტური ორგანოს მიერ მიღებული ადეკვატური გადაწყვეტილების არ არსებობის შემთხვევაში,  სანტენი  მონაცემთა გადაცემის შესაბამის მექანიზმებს განახორციელებს (მაგალითად, მონაცემთა გადაცემის შესაბამისი ხელშეკრულებების შესრულება) და  საჭიროების შემთხვევაში, ნებისმიერი საზღვრის მიღმა მონაცემთა  გადაცემისთვის,  ფინეთიდან ან საქართველოდან შვილობილი კომპანიის ან მესამე მხარის (მაკონტროლებელი ან დამმუშავებელი) მიმართ, რომელიც  შეუსაბამო ქვეყანაში მდებარეობს,  ამგვარი გადაცემების უსაფრთხოების  უზრუნველსაყოფად და მონაცემთა დაცვის შესაბამისი  დონის მისაღწევად, მონაცემთა დაცვის კომპეტენტური ორგანოსგან ნებართვას მოითხოვს. 

ხელშეკრულებითი ურთიერთობები მესამე მხარეებთან და  მონაცემთა საერთაშორისო გადაცემა  

როგორც მონაცემთა მაკონტროლებელი, სანტენი მიზნად ისახავს მონაცემთა სუბიექტისა და  პარტნიორებისთვის მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის მაღალი დონე უზრუნველყოფს.   ამ მიზნით, სანტენმა,  მესამე მხარის სერვისის მიმწოდებლებთან, რომლებიც სანტენის სასარგებლოდ მონაცემთა დაცვის მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, მონაცემთა დამმუშავებლების სახით მოქმედებენ, სახელშეკრულებო ურთიერთობებში,  კონფიდენციალურობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული სპეციფიკური ენა შეიმუშავა და იყენებს.  

კონფიდენციალურობის შესაბამისი სახელშეკრულებო შეთანხმებებით, სანტენი ადგენს მონაცემთა დამმუშავებლებისა და მათი ქვე-დამმუშავებლების მიერ (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  მონაცემთა დამუშავების საქმიანობის ფარგლებს, თემას, ხანგრძლივობასა და მიზანს, აგრეთვე დამუშავებული პერსონალური მონაცემების ტიპებს და მონაცემთა სუბიექტების ჩართულ კატეგორიებს. უფრო მეტიც,  დეტალები მოცემულია მომსახურების მიმწოდებლის, როგორც მონაცემთა დამმუშავებლის  ვალდებულებების თანახმად, რომელიც მოიცავს კონფიდენციალურობის ვალდებულებებს, მონაცემთა დარღვევის შემთხვევაში პროცედურის შესრულებას, მონაცემთა სუბიექტებსა და უფლებამოსილი ორგანოებთან გამოკითხვასთან დაკავშირებულ თანამშრომლობას, მონაცემთა დაცვის ზემოქმედების შეფასებების შესრულების ხელშეწყობას, მონაცემთა გადაცემის საერთაშორისო მექანიზმებს, რომლებიც საზღვრის მიღმა მონაცემთა გადაცემის შემთხვევაში უნდა განხორციელდეს, ქვე-დამმუშავებლების ანალიზისა და ჩართულობის კონკრეტული წესებს, უსაფრთხოების შესაბამისი ზომების განხორციელებას და პირადი მონაცემების დარღვევის შეთხვევაში ზარალის ანაზღაურების ვალდებულებებს.

ჩვენი სერვისის მიმწოდებლები  ვალდებულნი არიან გამჭვირვალეობის მიმართ და  მათი შვილობილი კომპანიებისა და ნებისმიერი გარე თანამშრომლის შესახებ (როგორც ქვე-დამმუშავებლები), რომლებიც შეიძლება  დამუშავების საქმიანობაში მონაწილეობდნენ, წინასწარ შეტყობინებაზე. იმ შემთხვევაში, თუ მომსახურების მიმწოდებელი ან / და მისი რომელიმე თანამშრომელი  ფინეთის, საქართველოს, ევროკავშირის ან / და ევროპის ეკონომიკური ზონის ფარგლებს გარეთ მდებარეობს, ჩვენ მოთხოვნაა, საჭიროების შემთხვევაში,  რომ მათ, ნებისმიერი შემდგომი გადაცემისთვის,  ასევე განახორციელონ მონაცემთა გადაცემის შესაბამისი მექანიზმები ასეთ მესამე მხარეებთან; კერძოდ, მონაცემთა გადაცემის ხელშეკრულებების შესრულება, ასეთი მესამე მხარეების მიერ ადეკვატური გადაწყვეტილების  ან / და მონაცემთა დაცვასთან  დაკავშირებული ნებისმიერი სხვა სერთიფიკატის განხორციელების არარსებობის შემთხვევაში. აღნიშნული მიდგომა ადგენს და ინარჩუნებს მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის მაღალ დონეს იმ ინდივიდებისთვის, რომლებთანაც  ჩვენ საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ ვთანამშრომლობთ.

პერსონალურ მონაცემთა გამჟღავნება 

პერსონალური მონაცემები დაუზუსტებელი მიმღები პირების მიმართ არ ვრცელდება. სანტენი მესამე მხარის მიმღები პირების მიმართ თქვენს პერსონალურ მონაცემებს, მისი ლეგიტიმური ბიზნეს მიზნების დაცვისთვის და მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად, გონივრულად დასაშვები ცოდნის  საფუძველზე ამჟღავნებს. თქვენი პერსონალური მონაცემები მხოლოდ მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად გამჟღავნდება და თქვენი პირადი მონაცემების დასაცავად,   შესაბამისი გარანტიები სახელშეკრულებო შეთანხმებებით შეიქმნება.

სანტენის საქმიანობის წარმართვისთვის,  სანტენმა შეიძლება ასევე  პერსონალური მონაცემები მესამე პირების მიმართ გაამჟღავნოს, როგორიცაა:  საზოგადოებრივი / მარეგულირებელი ორგანოები / სამთავრობო დაწესებულებები (მთავრობა, მათ შორის სოციალური და საშეღავათო დეპარტამენტები), მესამე მხარეები, რომლებიც მომსახურებას უწევენ სანტენს (როგორიცაა და არა მხოლოდ:  მომსახურების მიმწოდებლები, აუდიტის ჩატარება, IT სერვისების მიწოდება, ჩვენი კლინიკური კვლევების დახმარება ან მართვა, საკონსულტაციო / აუთსორს კომპანიები, მასპინძელი სერვისის მიმწოდებლები, ღონისძიებების მართვის სააგენტოები, ტურისტული სააგენტოები, ბანკები და სადაზღვევო კომპანიები და სხვა დამხმარე და ადმინისტრაციული მომსახურების მიმწოდებლები, რომლებიც  დამხმარე მომსახურებებს გვაწვდიან), ბიზნეს პარტნიორები და თანამშრომლები (როგორიცაა:  გარე მეცნიერები, დიაგნოსტიკური ლაბორატორიები), რომლებიც განიხილავენ და ეხმარებიან სანტენს ჯანდაცვის შესაბამისობის საქმიანობებში. უფრო მეტიც, პერსონალური მონაცემების გამჟღავნება შეიძლება მოხდეს, თუ სანტენს ან არსებითად ჩვენ  მთელი ქონებას მესამე მხარე შეიძენს, ამ შემთხვევაში ინდივიდების შესახებ  ჩვენს ხელთ არსებული პერსონალური მონაცემები, გადაცემულ აქტივად ჩაითვლება, ან თუ სანტენი ვალდებულია ინდივიდების ინფორმაცია  ნებისმიერი სამართლებრივი ან მარეგულირებელი ვალდებულების ან მოთხოვნის შესრულების მიზნით გაამჟღავნოს ან გააზიაროს.

მონაცემთა დამმუშავებლების სახელების შესახებ დეტალური ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ მიმართოთ სანტენის EMEA კონფიდენციალურობის ოფისს, შემდეგ ელ-ფოსტაზე: privacy-emea@santen.com.

უსაფრთხოება და მონაცემთა შენახვა 

ჩვენ ვიღებთ ყველა გონივრულ ზომას, რათა თქვენი მონაცემები უსაფრთხოდ და წინამდებარე დებულების, მონაცემთა დაცვის კანონმდებლობებისა და რეგულაციების, ასევე  უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად დამუშავდეს.  თქვენ მიერ მოწოდებული ყველა  მონაცემი  უსაფრთხო სერვერებზე ინახება და წვდომა და გამოყენება ჩვენი უსაფრთხოების დებულებისა და სტანდარტების შესაბამისად ხორციელდება. თქვენი პერსონალური მონაცემების არასანქცირებული წვდომის, გამჟღავნების, შეცვლისა და განადგურების დაცვის მიზნით, სანტენმა გონივრული ფიზიკური, ტექნიკური და მენეჯერული კონტროლი და უსაფრთხოების ზომები განახორციელა. ასეთი ზომები შეიძლება შეიცავდეს და არა მხოლოდ: ქსელი დამცავი სისტემა (Firewall), წვდომის კონტროლი, შენახვის დროს ინფორმაციის დაშიფვრა, მოვალეობების გამიჯვნა და უსაფრთხოების მსგავსი პროტოკოლები. თქვენს პირად მონაცემებზე წვდომა  სანტენის თანამშრომლების შეზღუდული რაოდენობით შემოიფარგლება, რომელთა მოვალეობები ასეთ ინფორმაციას გონივრულად მოითხოვს და მესამე პირები,  რომლებთანაც სანტენი მისი სახელით საქმიანობის განხორციელების  შესახებ  ხელშეკრულებებს აფორმებს. ჩვენს თანამშრომლებს კონფიდენციალურობის მნიშვნელობისა და პერსონალური ინფორმაციის შესაბამისად და უსაფრთხოდ მართვის შესახებ  ტრენინგი გავლილი აქვთ.  

ჩვენ  თქვენს პირად მონაცემებს იმ დრომდე ვინახავთ, რომელიც მკაცრად აუცილებელია  იმ მიზნების  და ნებისმიერი სხვა  მასთან დაკავშირებული დასაშვები მიზნის მისაღწევად, რომლისთვისაც მონაცემები შეგროვდა.  მოქმედი კანონმდებლობებისა და რეგულაციების მოთხოვნის შემთხვევაში, მონაცემები შეიძლება უფრო დიდი ხნის განმავლობაში შეინახოს ან  სანტენს ამის საშუალება მიეცეს. როცა, თქვენი მონაცემები საჭიროებას აღარ წარმოადგენს,  ან  შეუქცევადად ანონიმური  ხდება  (და ანონიმური ინფორმაცია შეიძლება შეინახოს) ან უსაფრთხოდ განადგურდება. 

არჩევანი მარკეტინგის შესახებ 

თუ ჩვენ თქვენი მონაცემების გამოყენებას მარკეტინგული მიზნებისთვის ვგეგმავთ ან თუ ამ მიზნებისთვის მესამე მხარისთვის გამჟღავნებას ვაპირებთ,  თქვენი თანხმობის მიზნით შესაბამისად შეგატყობინებთ.  ელექტრონული კომუნიკაციების საშუალებით, ჩვენი პროდუქციის ან/და სერვისების  პირდაპირი რეკლამირების შემთხვევაში  (მაგ. ელ-ფოსტით), მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მივიღებთ ყველა ზომას, რათა  ისეთი მეთოდი შემოგთავაზოთ, რომლის საშუალებით თქვენ შემდგომი სარეკლამო მასალის მიღებაზე თანხმობას ან უარყოფას შეძლებთ. ნებისმიერ შემთხვევაში, თქვენ ყოველთვის შეგიძლიათ პირდაპირი მარკეტინგის ამ მიზნებისთვის  პერსონალური მონაცემების გამოყენება  უარყოთ და   სამეცნიერო და საინფორმაციო მასალა გაგზავნოთ, ან/და თქვენი თანხმობა გააუქმოთ. ჩვენთან დაკავშირების საფუძველზე, როგორც ეს მოცემულია ქვემოთ, თქვენი უფლებების გამოყენება ნებისმიერი დროს შეგიძლიათ.  

მონაცემთა დაცვის შესახებ თქვენი უფლებები 

მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად და ნებისმიერი სამართლებრივი შეზღუდვების ფარგლებში,  თქვენ უფლებამოსილი ხართ მოითხოვოთ: 

  • თქვენს შესახებ ჩვენს ხელთ არსებულ პერსონალურ ინფორმაციაზე წვდომა; 
  • პერსონალურ ინფორმაციაში ნებისმიერი უზუსტობის განახლება, რომელიც არასრული და არაზუსტია;
  • ნებისმიერი პერსონალური ინფორმაციის დაბლოკვა, წაშლა, რომლის გამოყენების მიმართ კანონიერი საფუძველი არ გაგვაჩნია;
  • კონკრეტული დამუშავების შეჩერება, თქვენ მიერ თანმხობის გაუქმების შემთხვევაში; და 
  • მარკეტინგული მიზნებისთვის ნებისმიერი დამუშავების გაუქმება. 

მონაცემთა დაცვასთან დაკავშირებული ყველა მოთხოვნა სანტენის კონფიდენციალურობის EMEA ოფისთან შემდეგ მისამართზე უნდა გაიგზავნოს: privacy-emea@santen.com.

თუ თქვენი მოთხოვნის მართვას დროულად არ ვუზრუნველყოფთ,  ან თუ ამ უფლებების გამოყენების შესახებ ჩვენი პასუხი მიუღებელია,  უფლებამოსილი ხართ თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით  კომპეტენტურ სამეთვალყურეო ორგანოს საჩივრით მიმართოთ,  საქართველოს მონაცემთა დაცვის ორგანოს: პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის აპარატი შეგიძლიათ იხ. აქ.ასევე, შეგიძლიათ მიმართოთ Santen Oy-ის სამეთვალყურეო ორგანოს; მონაცემთა დაცვის ომბუდსმენის აპარტი (ასევე ცნობილი როგორც:  Tietosuojavaltuutetun toimisto) შეგიძლიათ იხ. აქ.

დებულების განახლება

სანტენი იტოვებს უფლებამოსილებას დროდადრო  ცვლილებები შეიტანოს ამ დებულებაში,  რათა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, ასახოს ტექნოლოგიური მიღწევები, სამართლებრივი და მარეგულირებელი ცვლილებები და სანტენის საქმიანი გამოცდილება. სანტენის მიერ  კონფიდენციალურობის მიდგომის შეცვლის შემთხვევაში, დებულების განახლებული ვერსია ცვლილებებს დებულების ბოლოში, ძალაში შესული თარიღის მიხედვით შესაბამის განახლებებს,    განთავსებით ასახავს.  აქედან გამომდინარე,  ჩვენი რჩევაა პერიოდულად  ეწვიოთ ვებგვერდს და   პერსონალური მონაცემების გამოყენების წესს გაეცნოთ. 

საკონტაქტო ინფორმაცია

წინამდებარე დებულების მიმართ კითხვების არსებობის შემთხვევაში, ან სანტენის კონფიდენციალურობის შესახებ დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, გთხოვთ,  სანტენის  კონფიდენციალურობის EMEA ოფისს  ელ-ფოსტით დაუკავშირდეთ: privacy-emea@santen.com.  

ბოლო განახლება:  2021 წლის 11 იანვარი.