Breadcrumb

  1. ჩვენი ხედვა
  2. პასუხისმგებლიანობა

პასუხისმგებლიანობა

ეთიკა

ჩვენ გამუდმებით ვაფასებთ პაციენტთა სამედიცინო საჭიროებებს, და გამოვლენილ საჭიროებებთან შეჭიდულ სამედიცინო გადაწყვეტილებების ძიებაში ვართ. 
ვიყენებთ უახლეს სამეცნიერო და კვლევით მიღწევებს, ვამყარებთ ახლო კავშირებს ადგილობრივ საზოგადოებებთან რათა მუდმივად ვიყოთ ჩართული ოფთალმოლოგიური ჯანდაცვის ყოველდღიურობაში. ბევრს ვაკეთებთ იმისათვის, რათა ვუზრუნველყოთ ჩვენი პრეპარატების უწყვეტობა.

ჩვენ პატივს ვცემთ ადამიანის უფლებებს ჩვენი საქმიანობის ყველა საფეხურზე და ვცდილობთ წვლილი შევიტანოთ ამ კუთხით ყველა საზოგადოებაში. ვართ United Nations Global Compact (UNCG) წევრები და მათ მიერ შემუშავებულ ადამიანის უფლებების, შრომის, გარემოს და კორუფციის საწინააღმდეგო პრინციპებს სრულად ვიზიარებთ. ამ პრინციპებიდან ერთერთია ჩვენი თანამშრომლებისთვის უსაფრთხო და კომფორტული სამუშაო ადგილის შექმნა და განვითარების თანაბარი შესაძლებლობების უზრუნველყოფაა. ჩვენ ვიღწვით უმაღლესი პროფესიული სტანდარტის მიღწევისკენ ჩვენს ბიზნეს პარტნიორებთან მიმართებაში. ეთიკის და კანონმორჩილების სტანდარტები და პრინციპები ჩვენთვის საკვანძოა, როგორც ბიზნეს პარტნიორებთან ასევე საზოგადოებასთან ურთიერთობაში.  

ვუფრთხილდებით გარემოს. 
ვამცირებთ ჩვენს გავლენას გარემოზე ქიმიური ნივთიერებების პასუხისმგებლიანი გამოყენების, საწარმოო ნარჩენების შემცირების და ბიომრავალფეროვნების გაზრდის მეშვეობით. 

კორპორატიული პასუხისმგებლობა

მსოფლიო მასშტაბით ჩვენ მხარს ვუჭერთ;

  • International Council of Ophthalmology (ICO) Foundation ინიციატივას: „ტრენერების ტრეინინგი“ = განვითარებად ქვეყნებში ოფთალმოლოგების განათლება

  • გლაუკომის კვლევის ფონდის, (Glaucoma Research Foundation), გლაუკომის ევროპის საზოგადოება (the European Glaucoma Society), რეზიდენტების სასწავლო კურსი, თვალის ფონდი (Stiftung Auge) გერმანელ ოფთალმოლოგთა საზოგადოება 

  • სხვადასხვა ორგანიზაცია, მათ შორის Helen Keller International (თვალის ჯანმრთელობის და სიბრმავის პრევენცია განვითარებად ქვეყნებში)

  • Help International, არასამთავრობო ორგანიზაცია (გვატემალა) კვლევითი ინსტიტუტების, აკადემიური საზოგადოებების ანდ სპეციალისტთა კვლევითი გჯუფების მხარდაჭერა

  • რქოვანის გადანერგვის პროგრამები

  • მეგზური ძაღლების განვითარების პროგრამები

  • მხედველობადაქვეითებულ პირთა მხარდაჭერის პროგრამები

  • მხედველობადაქვეითებულ პირთა სპორტული აქტივობის პროგრამები, მათ შორის იაპონიის ბრმა ფეხბურთელთა და პოლონეთის ბრმა ტენისის მოთამაშეთა ასოციაციები

  • გლაუკომის ადრეული დიაგნოსტირების შესახებ ცნობიერების ამაღლების აქტივობები მსოფლიოს გლაუკომის ასოციაციის და მსოფლიოს გლაუკომიან პაციენტთა ასოციაციის საქმიანობის ფარგლებში

  • ბუნებრივი კატაკლიზმებისას დაზარალებულთა მხარდაჭერა, მათ შორის იტალიის მიწისძვრისას დაზარალებულთა მხარდაჭერა, 2018 წელს. სანტენის მიერ განხორციელებული სათვალე-ერთ-დოლარად პროგრამა, რომელიც 10,000  მოხალისეობის საათი პროგრამის ნაწილი იყო