ქუქი-ფაილების დებულება

შესავალი და აღწერილობა

Santen Oy (სათაო ოფისის მისამართი: Kelloportinkatu 1 PO Box 33, FI-33101, ფინეთი, www.santen.ge) საქართველოში თავის საქმიანობას Santen Oy–ის ადგილობრივი წარმომადგენლობის საშუალებით ახორციელებს.  Santen Oy პასუხისმგებელია თქვენი მონაცემების შეგროვებასა და დამუშავებაზე, რადგან ის ამ ვებგვერდზე გამოყენებულ ქუქი-ფაილებს ეხება.  

წინამდებარე დებულება აღნიშნული ვებგვერდის მიერ ქუქი-ფაილების გამოყენებას განმარტავს, რათა მომხმარებლების მიერ ვებგვერდზე შესვლისას,   კონტროლის თვალსაზრისით, მომხმარებლის არჩევანის  შესახებ მკაფიო და შესაბამისი ინფორმაცია მიაწოდოს.   დებულება იყენებს ტერმინს "ქუქი-ფაილები", რათა კანონით გათვალისწინებული ქუქი-ფაილებისა და ტექნოლოგიების შესახებ მიუთითოს (მაგალითად, ადგილობრივი გაზიარებული ობიექტები - ჩვეულებრივ მოიხსენიება როგორც "ფლეშ ქუქი – ფაილები", ვებ–შუქურები ან “Bugs”, მათ შორის გამჭვირვალე ნათელი გიფები). შეგროვებული ინფორმაცია ეხება მონაცემებს, რომელთაც მესამე მხარეების მიერ შენახულ სხვა  მონაცემებთან ასოცირებისა და დამუშავების საშუალებით, ვებმომხმარებლების/ვიზიტორების იდენტიფიცირება შეუძლიათ.  (მაგალითად, კომპიუტერების IP მისამართი, დომენი და  სარეგისტრაციო ნომრები, რომლებსაც  ხალხი ვებგვერდთან დაკავშირებისთვის იყენებს). ზემოაღნიშნული  მონაცემები მხოლოდ სტატისტიკური მიზნებისთვის გამოიყენება და მუშავდება.

წინამდებარე დოკუმენტიკონფიდენციალურობის დებულების განუყოფელ და არსებით ნაწილს წარმოადგენს და მასში შემავალი ინფორმაციული შეტყობინება, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობის, მონაცემთა დაცვის შესახებ ფინეთის კანონის, ევროკავშირის ელექტრონული კონფიდენცილურობის დირექტივის 2002/58/EC, (შესწორებული და ძალაში შესული), ევროკავშირის მონაცემთა დაცვის ზოგადი რეგულაციის 2016/679 (“GDPR”) და მონაცემთა დაცვასა და მონაცემთა კონფიდენცილაურობასთან დაკავშირებული ნებისმიერი სხვა კანონისა და რეგულაციის დებულებებს შეესაბამება, მათ შორის ნებისმიერ შესაბამის მოსაზრებას ან მითითებას, რომელიც გამოცემულია საქართველოს მონაცემთა დაცვის ორგანოს  (პერსონალური მონაცემების დაცვის ინსპექტორის აპარატი) ასევე, მონაცემთა დაცვის ომბუდსმენის აპარატის მიერ (ასევე ცნობილი, როგორც  Tietosuojavaltuutetuntoimisto). ამასთანავე, მონაცემთა დაცვის მიმართ, სანტენის ზოგადი ვალდებულების შესახებ მეტი ინფორმაციის მისაღებად,  კონფიდენციალურობის დებულების წაკითხვას გირჩევთ. 

რა არის ქუქი-ფაილი

 ქუქი არის პატარა ფაილი, რომელიც მომხმარებლის მიერ ვებგვერდზე შესვლისას,  მოწყობილობაში გადმოწერილ ჩვეულებრივ ასოებსა და ციფრებს წარმოადგენს.  ყოველი შემდგომი ვიზიტის დროს, ქუქი – ფაილები  წარმოშობის ვებგვერდს უბრუნდება.  ქუქი-ფაილები სასარგებლოა, რადგან მათი საშუალებით უმჯობესდება ვებგვერდის ფუნქციონირება, ზოგადი მუშაობა და მომხმარებლის უფრო პერსონალიზირებულ  გამოცდილებას უზრუნველყოფს.  ასევე, ვიზიტორების მიერ ჩვენი ვებგვერდის გამოყენების შესახებ გვაწვდის ინფორმაციას  და გვეხმარება იმის გაგებაში თუ როგორც იყენებენ ჩვენი ვიზიტორები ვებგვერდს და მათთვის მიწოდებულ მომსახურებებს. 

ქუქი – ფაილებისა და მსგავსი ტექნოლოგიების გამოყენება გარკვეული დროის განმავლობაში ჩვეულებრივი მოვლენა იყო და განსაკუთრებით მნიშვნელოვანია  მრავალი ონლაინ მომსახურების მიწოდებისას. ამასთანავე,  ამგვარი ტექნოლოგიების გამოყენება კანონით აკრძალული არ არის, მაგრამ  ვებგვერდზე დაყენებული ქუქი-ფაილების შესახებ ადამიანის წინასწარ კარგად ინფორმირებას მოითხოვს, რომლებსაც  სურვილისამებრ,  ყველა ქუქი-ფაილის პირდაპირ გამოყენების   ან ქუქი-ფაილების  პარამეტრების მორგების არჩევანის შესაძლებლობას აძლევს. 

სხვადასხვა სახის ქუქი-ფაილები 

სესიური და მუდმივი ქუქი-ფაილები

ქუქი-ფაილების მოქმედების ვადა შეიძლება ბრაუზერის სესიის ბოლოს ამოიწუროს.  (მომხმარებლის მიერ ბრაუზერის ფანჯრის გახსნიდან ბრაუზერიდან გამოსვლამდე) ან შეიძლება დიდი ხნის განმავლობაში შეინახოს.

სესიური ქუქი-ფაილები  ვებგვერდებს  საშუალებას აძლევს ბრაუზერის სესიის დროს მომხმარებლის  მოქმედებები ერთმანეთს დაუკავშიროს. მათი გამოყენება სხვადასხვა მიზნით შეიძლება, მაგალითად: ვებგვერდის დათვალიერებისას მომხმარებლის მიერ საყიდლების კალათაში შეგროვებული ნივთები.   ასევე,  მომხმარებლის მიერ ინტერნეტ ბანკის წვდომის დროს ან ვებ-მეილის გამოყენების ხელშეწყობის უსაფრთხოების მიზნით.  აღნიშნული სესიური ქუქი-ფაილების მოქმედების ვადა ბრაუზერის სესიის შემდეგ იწურება. 

ე.წ. სესიური ქუქი-ფაილების გამოყენება (რომლებიც, ნებისმიერი შემთხვევაში, მომხმარებლის კომპიუტერში მუდმივად არ ინახება და ბრაუზერის დახურვისთანავე ავტომატურად იშლება) კონკრეტული სესიის დროს ინდენტიფიცირებული  მონაცემთა გადაცემის თვალსაზრისით (სერვერის მიერ შექმნილი ხემთხვევითი რიცხვებისგან შემდგარი) მკაცრად შეზღუდულია  და აუცილებელია  უსაფრთხო და ეფექტური ვებ-სერფინგისთვის. ვებგვერდზე გამოყენებული  ე.წ. სესიური ქუქი-ფაილები, ნებისმიერი სხვა კომპიუტერული მეთოდის თავიდან აცილებას უზრუნველყოფს, რომლებიც  მომხმარებლის ვებ-სერფინგის კონფიდენციალურობას პოტენციური  რისკის ქვეშ  აყენებს.  

მუდმივი ქუქი-ფაილები ბრაუზერის სესიებს შორის მომხმარებლის მოწყობილობაში ინახება, რომელიც ვებგვერდის (ან ზოგიერთ შემთხვევაში  სხვადასხვა ვებგვერდების) ფარგლებში მომხარებლის მოქმედებების ან პარამეტრების შენახვას უზრუნველყოფს.  მუდმივი ქუქი-ფაილების  გამოყენება შესაძლებელია სხვადასხვა მიზნით, მათ შორის ვებგვერდის გამოყენებისას მომხმარებლების პარამეტრებისა და არჩევანის თვალსაზრისით. 

პირველი და მესამე მხარის ქუქი-ფაილები ქუქი-ფაილი, 'პირველი' თუ 'მესამე' მხარის მიუხედავად,   ეხება ვებგვერდს ან დომენს, რომელიც ქუქი-ფაილს ანთავსებს. პირველი მხარის ქუქი-ფაილები ძირითადი განმარტებით  მომხმარებლის  ვიზიტის დროს ვებგვერდის მიერ განთავსებულ ქუქი-ფაილებს წარმოადგენს-  – URL ფანჯარაში გამოტანილი ვებგვერდი: ე.ი. სანტენის ვებგვერდზე www.santen.ge განთავსებული. მესამე მხარის ქუქი-ფაილები დომენის მიერ განთავსებული ქუქი-ფაილებია, და არა მომხმარებლის მიერ მონახულებული ვებგვერდის: ე.ი www.santen.ge -ის გარდა კომპანიებისა და ვებგვერდების მიერ განთავსებული   ქუქი-ფაილები, მაგ: Google. თუ, მომხარებელი სტუმრობს ვებგვერდს (მაგ: www.santen.ge) და ცალკეული კომპანია www.santen.ge -ის საშუალებით ქუქი-ფაილს ანთავსებს, სწორედ ეს იქნება მესამე მხარის ქუქი-ფაილი. 

ქუქი-ფაილების მიღება, კონტროლი და წაშლა

ზოგიერთი ქუქი-ფაილი ვებგვერდის სწორი ფუნქციონირებისათვის მკაცრად აუცილებელია / სავალდებულოა და  მომხმარებლის თანხმობას არ საჭიროებს, მაგალითად: ისეთი ქუქი-ფაილები, რომლებიც სამუშაო დატვირთვის მთელ რიგ კომპიუტერებზე ან უსაფრთხოების კომპიუტერებზე გადანაწილებით, ვებგვერდის კონტენტის სწრაფ და ეფექტურ ჩამოტვირთვას უზრუნველყოფს.

სხვა ქუქი-ფაილები მაინც გონივრულად აუცილებელია ან მნიშვნელოვანია, მაგრამ მკაცრად აუცილებელი / სავალდებულო არ არის. შესაბამისად, მომხმარებლის თანხმობას საჭიროებს. აღნიშნული ქუქი-ფაილების (ე.ი. შესრულებისა და ფუნქციონალური, სარეკლამო/მიზნობრივი) თქვენს მოწყობილობაში ჩამოტვირთვამდე  ჩვენ ვითხოვთ თქვენს თანხმობას (ჩვენს ქუქი ბანერზე “ყველა ქუქი-ფაილის მიღება“ ღილაკზე დაწკაპებით ან ჩვენი ქუქი პარამეტრების ან ბრაუზერის ქუქი-ფაილების პარამეტრების საშუალებით).

თუ არ ეთანხმებით ან ნებისმიერ დროს ნებისმიერი არასასურველ ქუქი-ფაილის მიმართ თქვენი თანხმობის გაუქმება გსურთ,  თქვენ, პარამეტრები ქუქი-ფაილების პარამეტრებში უნდა შეცვალოთ ან წაშალოთ, დაბლოკოთ ან გამორთოთ თქვენი ბრაუზერის პარამეტრების საშუალებით. აღნიშნული პარამეტრების ნახვა, ჩვეულებრივ შესაძლებელია თქვენი ინტერნეტ ბრაუზერის მენიუში:    'options/არჩევანი' ან 'preferences/პარამეტრები'. სხვა შემთხვევაში, დამატებითი ინფორმაციისთვის,  თქვენს ინტერნეტ ბრაუზერში უნდა გამოიყენოთ  'help' ღილაკი ან ბრაუზერის საშუალებით პირდაპირ მომხარებლის სახელმძღვანელოზე გადასვლის მიზნით, შეგიძლიათ  ქვემოთ ჩამოთვლილ ერთ-ერთ ბმულს დააწკაპოთ: 

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ზოგიერთი ან ყველა კატეგორიის ქუქი – ფაილის გამორთვა ან დაბლოკვა გავლენას იქონიებს  ვებგვერდის ფუნქციონირებაზე, ასევე შეიძლება გავლენა იქონიოს ვებგვერდის წვდომასა და გამოცდილებაზე და ჩვენ მიერ შემოთავაზებულ სერვისებზე.

ნებისმიერი თქვენი ქუქი-ფაილის პარამეტრი, მხოლოდ  ამ ვებგვერდით შემოიფარგლება და არა  მესამე მხარის საკუთრებაში არსებული სხვა ვებგვერდებით ან ნებისმიერი სხვა ვებგვერდით, რომელიც შეიძლება ამ ვებგვერდთან იყოს ჰიპერდაკავშირებული. ამ ვებგვერდების მიერ გამოყენებული ქუქი – ფაილების შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ,  ამ ვებგვერდების კონფიდენციალურობის შესახებ სპეციალურ  შეტყობინებას ან ქუქი – ფაილების დებულებას გაეცნოთ. 

ჩვენ მიერ გამოყენებული ქუქი-ფაილები

ვებგვერდის მუშაობისას სანტენი იყენებს ქუქი-ფაილებს მომსახურების შეთავაზების, მომხმარებლის გამოცდილების გაუმჯობესების, ასევე სხვადასხვა მიზნით შეგროვებული მონაცემების საერთო სტატისტიკის გაუმჯობესების მიზნით. 

ზემოაღნიშნული ქუქი-ფაილები გვეხმარება ვებგვერდის მომხმარებლების ერთმანეთისაგან გარჩევაში, რაც ვებგვერდის დათვალიერებისას თქვენთვის კარგი გამოცდილების შეთავაზების საშუალებას გვაძლევს, და ასევე გვეხმარება ჩვენი ვებგვერდის გაუმჯობესებაში. 

ჩვენ მიერ გამოყენებული ქუქი-ფაილები არის "ტექნიკური" და "ანალიტიკური". ისინი საშუალებას გვაძლევს ამოვიცნოთ და დავთვალოთ ვიზიტორების რაოდენობა,   დავაკვირდეთ მათ მიერ  ვებგვერდის გამოყენების ფორმას. რაც  ჩვენი ვებგვერდის მუშაობის გაუმჯობესებაში გვეხმარება, მაგალითად, რამდენად იოლად პოულობენ მომხმარებლები, რაც მათ სჭირდებათ. ჩვენ მიერ გამოყენებული ინდივიდუალური ანალიტიკური ქუქი-ფაილების და მათი ამოცნობის შესახებ იხილეთ ქვემოთ მოცემული ცხრილი. 

უფრო კონკრეტულად, ვებგვერდი ქვემოთ ჩამოთვლილ ქუქი-ფაილის ტიპებს იყენებს. 

მკაცრად აუცილებელი / სავალდებულო  ქუქი-ფაილები

მოცემული ქუქი-ფაილები ვებგვერდის ფუნქციონირებისთვის აუცილებელია  და მათი გამორთვა ჩვენს სისტემებში შეუძლებელია.  როგორც წესი, მხოლოდ თქვენ მიერ განხორციელებულ მოქმდებებს ექვემდებარება, რაც  სერვისების მოთხოვნის ოდენობას გულისხმობს, როგორიცაა:  კონფიდენციალურობის პარამეტრების დაყენება,  შესვლა ან ფორმების შევსება.  თქვენ შეგიძლიათ თქვენი ბრაუზერი აღნიშნული ქუქი-ფაილების  დაბლოკვის ან გაფრთხილების რეჟიმზე დააყენოთ, მაგრამ ვებგვერდის ზოგიერთი ნაწილი არ იმუშავებს. მოცემული ქუქი-ფაილები რაიმე სახის პერსონალური იდენტიფიცირებადი ინფორმაციის შენახვას არ ახდენს. 

ქუქი-ფაილის სახელი წყარო ვადის გასვლის თარიღი Default status/შეუსრულებლობის სტატუსი
OptanonAlertBoxClosed santen. ge 13 თვე ყოველთვის აქტიური
OptanonFunctional santen.ge 13 თვე ყოველთვის აქტიური
OptanonNecessary santen.ge 13 თვე ყოველთვის აქტიური
OptanonPerformance santen.ge 13 თვე ყოველთვის აქტიური

ფუნქციონალური ქუქი-ფაილები 

 აღნიშნული ქუქი – ფაილები  ვებგვერდს თქვენ მიერ გაკეთებული არჩევანის დამახსოვრების საშულებას აძლევს (მაგალითად, თქვენი მომხმარებლის სახელი, ენა, პარამეტრები ან რეგიონი), რათა უფრო პერსონალიზირებული  ონლაინ გამოცდილება უზრუნველყოს.  აღნიშული ქუქი – ფაილები აგროვებს ინფორმაციას, რომელიც შეიძლება ანონიმური იყოს, მაგრამ შეიძლება თქვენ მიერ გამჟღავნებულ პირად ინფორმაციასაც მოიცავდეს. თუ ამ ქუქი – ფაილების მიღებას არ დაეთნანხმებით, ამან შეიძლება ვებგვერდის მუშაობასა და ფუნქციონირებაზე გავლენა იქონიოს, ხოლო ვებგვერდის კონტენტზე წვდომა შეიძლება შეიზღუდოს. 

ქუქი-ფაილის სახელი წყარო ვადის გასვლის თარიღი Default status/შეუსრულებლობის სტატუსი
Contrast santen.ge სესიური

OFF /ექვემდებარება მომხმარებლის თანხმობას

Polly santen.ge სესიური OFF /ექვემდებარება მომხმარებლის თანხმობას
Textsize santen.ge სესიური OFF /ექვემდებარება მომხმარებლის თანხმობას

შესრულების ქუქი-ფაილები

ქუქი-ფაილები ვიზიტორების მიერ ვებგვერდის გამოყენების შესახებ ინფორმაციას აგროვებს,  მაგ: რომელ გვერდებზე შედიან ვიზიტორები ყველაზე ხშირად, ვებგვერდზე გატარებული დრო,  და იღებენ თუ არა ვებგვერდებიდან შეცდომის  შეტყობინებებს. აღნიშნული ქუქი-ფაილები თქვენს მაიდენტიფიცირებელ ინფორმაციას არ აგროვებს. აღნიშნული ქუქი-ფაილების მიერ შეგროვებული  ყველა  ინფორმაცია არის ანონიმური და მხოლოდ ვებგვერდის გაუმჯობესების მიზნით გამოიყენება. 

Google-ის ანალიტიკა

ვებგვერდი იყენებს Google-ის ანალიტიკას, Google, Inc.-ის (“Google”) მოწოდებულ ვებ ანალიტიკის სერვისს.   Google -ის ანალიტიკა იყენებს “ქუქი-ფაილებს”, რომელიც თქვენს კომპიუტერში განთავსებულ ტექსტურ ფაილებს წარმოადგენს, რათა ვებგვერდს მომხმარებლების მიერ ვებგვერდის გამოყენების შესახებ ანალიზის გაკეთებაში დაეხმაროს. თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შესახებ, ქუქი-ფაილის მიერ წარმოებული ინფორმაცია, (მათ შორის,  IP მისამართი) გადაეცემა Google-ს და შეინახება მის მიერ აშშ-ს სერვერებზე.  Google აღნიშნულ ინფორმაციას თქვენ მიერ ვებგვერდის გამოყენების შეფასების მიზნით გამოიყენებს, ასევე ვებგვერდის ოპერატორებისთვის ვებგვერდის საქმიანობის შესახებ ანგარიშების შესადგენად და ვებგვერდის საქმიანობისა და ინტერნეტ გამოყენების შესახებ სხვა სერვისების უზრუნველყოფისთვის. ასევე, Google -ს შეუძლია  ინფორმაცია  მესამე მხარეებს გადასცეს, როცა ამას კანონი განაპირობებს ან როცა ასეთი მესამე მხარეები ინფრომაციის დამუშავებას Google-ის სახელით აწარმოებენ. Google თქვენს IP მისამართს Google-ის მიერ დაცულ სხვა მონაცემებთან არ დააკავშირებს.  თქვენ ბრაუზერში შესაბამისი პარამეტრების არჩევის საშუალებით,  შეგიძლიათ ქუქი-ფაილების გამოყენებაზე უარი თქვათ.
 
თუმცა, გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ვებგვერდის სრული ფუნქციონირებით ვერ ისარგებლებთ. ვებგვერდის გამოყენებით, თქვენ ზემოაღნიშნული წესითა და მიზნით, Google -ის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავებას ეთანხმებით. 
Google–ის მიერ თქვენი მონაცემების დამუშავების წესის შესახებ დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ  Google-ის კონფიდენციალურობის დებულებას  გაეცნოთ. 

ყველა ვებგვერდის მასშტაბით,  Google-ის ანალიტიკის მიერ თვლაყურის დევნების თავიდან აცილების მიზნით,  ეწვით https://tools.google.com/dlpage/gaoptout  (თავსებადია შემდეგ ბრაუზერებთან: Chrome, Internet Explorer 8–11, Safari, Firefox and Opera).

ქუქი-ფაილის სახელი წყარო ვადის გასვლის თარიღი Default status/შეუსრულებლობის სტატუსი
 _ga  santen.ge  2 წელი

OFF / ექვემდებარება მომხმარებლის თანხმობას 

 _gid  santen.ge  24 სთ

OFF / ექვემდებარება მომხმარებლის თანხმობას 

 _gat  santen.ge  1 წთ

OFF / ექვემდებარება მომხმარებლის თანხმობას 

 _AMP+TOKEN  santen.ge წამიდან 1 წლამდე

OFF / ექვემდებარება მომხმარებლის თანხმობას 

მონაცემთა მიმოქცევა და შენახვა

ვებგვერდის მომხმარებლების შესახებ მონაცემები, ზემოაღნიშული თითოეული ქუქი-ფაილის  პერიოდზე დიდი ხნის განმავლობაში  არ შეინახება, გარდა მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად,  კომპიუტერული დანაშაულისთვის ვებგვერდის შემოწმების აუცილებლობისა. ვებსერვისიდან მიღებული ინფორმაცია არასდროს გადაეცემა ან  გავრცელდება დაუზუსტებელ მიმღებ პირებზე.

ქუქი-ფაილების დებულების განახლება 

ვებგვერდის ქუქი-ფაილების დებულება, შესაძლებელია პერიოდულად განახლდეს, ასე რომ, ჩვენ მიერ ქუქი-ფაილების გამოყენების ნებისმიერი განახლების შესახებ ინფორმაციის მისაღებად,  აღნიშნული დოკუმენტს ვებგვერდზე ყოველი შესვლისას გაეცანით. 

დამატებითი ინფორმაცია ქუქი-ფაილების შესახებ 

ვებგვერდის საშულებით დაყენებული ქუქი-ფაილების დამატებითი ინფორმაციისთვის, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ ჩვენს Privacy EMEA  ოფისს შემდეგ მისამართზე: privacy-emea@santen.com

ასევე, შეგიძლიათ ესტურმოთ ვებგვერდს - www.aboutcookies.org, www.allaboutcookies.org ან https://cookiepedia.co.uk/, რომელიც ქუქი-ფაილების გამოყენების შესახებ ზოგად ინფორმაციას, ხოლო მრავალფეროვან ბრაუზერში ქუქი-ფაილების პარამეტრების შეცვლისა და თქვენს კომპიუტერში ქუქი-ფაილების წაშლის შესახებ ამომწურავ ინფრომაციას მოიცავს. 

ბოლო შესწორება:

2021 წლის 11 იანვარი